“საქართველოს ეროვნული ბანკის 2002 წლის 13 თებერვლის №40 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის” დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
216
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2004-10-05
გამოქვეყნების თარიღი
2004-10-06
სარეგისტრაციო კოდი
220.020.000.18.011.006.733
“საქართველოს ეროვნული ბანკის 2002 წლის 13 თებერვლის №40 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის” დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.18.011.006.733

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №216

2004 წლის 5 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული ბანკის 2002 წლის 13 თებერვლის №40 ბრძანებით დამტკიცებულ �საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის� დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს შიდასავალუტო ბაზარზე სტაბილურობის ხელშეწყობისა და ლარის გაცვლითი კურსის კონიუნქტურული, მკვეთრი რყევების თავიდან ასაცილებლად საბანკო სისტემაში არსებული ჭარბი ლიკვიდობის განეიტრალების მიზნით �საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ� საქართველოს ორგანული კანონის მე-2, 33-ე და 73-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის 2002 წლის 13 თებერვლის №40 ბრძანებით დამტკიცებულ �საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის� დებულებაში (სსმ III, 21.02.2002 წელი, №16, მუხ. 117) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

მუხლი 1. დებულების 1-ლი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�5. საკრედიტო რესურსების ყიდვა-გაყიდვა ხდება ელექტრონული ფორმით. აუქციონებზე ვაჭრობა წარმოებს თანამიმდევრულად 7 დღემდე და 28 დღემდე დაფარვის ვადის მქონე საკრედიტო რესურსებით. ამასთან, საკრედიტო აუქციონები იმართება ყოველდღიურად, შაბათ-კვირის გარდა�.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ������������ ������������������������������ი. ვახტანგიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია