“მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №366 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1208
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2004-10-01
გამოქვეყნების თარიღი
2004-10-04
სარეგისტრაციო კოდი
100.070.000.22.027.006.724
“მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №366 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.070.000.22.027.006.724

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №1208

2004 წლის 1 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №366 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №366 ბრძანებით დამტკიცებული მკაცრი რეჟიმის დაწესებულების შინაგანაწესის (სსმ III, 1999წ., №72(79), მუხ.1099) მე-15 მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ პირებს უფლება აქვთ დაწესებულებაში ისარგებლონ მობილური ტელეფონით, აუდიო და ვიდეო აპარა-ტურით.”.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია