“საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტროს 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1153
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2004-09-21
გამოქვეყნების თარიღი
2004-09-23
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.11.106.006.690
“საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტროს 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.11.106.006.690

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1153

2004 წლის 21 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულებაში” ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, №73, 19.07.2004, მუხ. 646) დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების” მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით ან მინისტრი.”

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია