“არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ზონების შესახებ” საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 აპრილის №65 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
118
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი
2004-09-09
გამოქვეყნების თარიღი
2004-09-23
სარეგისტრაციო კოდი
220.090.000.141.224.006.669
“არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ზონების შესახებ” საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 აპრილის №65 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.141.224.006.669

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება №118

2004 წლის 9 სექტემბერი

ქ. თბილისი

„არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ზონების შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 აპრილის №65 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 აპრილის №65 ბრძანების „არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ზონების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 05.05.2004წ., №47, მუხ.403) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის“ (FATF) ინფორმაციაზე დაყრდნობით „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის ჩამოთვლილი ქვეყნები აღიარებულ იქნეს არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონად:

ა) კუკის კუნძულები;

ბ) ნიგერია;                                                 

გ) ინდონეზია;

დ) მიანმარი (ბირმა);

ე) ნაურუ;

ვ) ფილიპინები;“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გეგუჩაძე

კრებსითი — სრული ვერსია