საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემისა და აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის სპეციალური ნებართვის გაცემის წესის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
219
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-11-12
გამოქვეყნების თარიღი
2016-01-18
სარეგისტრაციო კოდი
010.040.000.10.003.001.164
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემისა და აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის სპეციალური ნებართვის გაცემის წესის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №219

2008 წლის 12 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემისა და აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის სპეციალური ნებართვის  გაცემის წესის შესახებ

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №519 – ვებგვერდი, 02.09.2014წ.

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-10 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე:

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №519 – ვებგვერდი, 02.09.2014წ.

1. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული აკრძალული საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობა გაიცემა განსახორციელებელი საქმიანობიდან გამომდინარე შესაბამისი მინისტრის ბრძანებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის ან ჰუმანიტარულ მიზნებს.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №483 - ვებგვერდი, 31.12.2012წ.

1 1. დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობა გაიცემა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით. ოკუპირებულ საზღვაო ზონებში აკრძალული საქმიანობის განხორციელებისათვის, ამ პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების გაცემის მიზნით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოითხოვს შესაბამის ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფიდან.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №483 - ვებგვერდი, 31.12.2012წ.

საქართველოს მთავრობის 201 4 წლის 27 იანვრის დადგენილება № 108 – ვებგვერდი, 28.01. 201 4 წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №519 – ვებგვერდი, 02.09.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18  იანვრის  დადგენილება №36  - ვებგვერდი, 21.01.2016წ.

12. განსაკუთრებულ შემთხვევაში, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის სპეციალურ ნებართვას გასცემს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ამ წესის 13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის გაცემის მიზნით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოითხოვს შესაბამის ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №519 – ვებგვერდი, 02.09.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18  იანვრის  დადგენილება №36  - ვებგვერდი, 21.01.2016წ.

13. სპეციალური ნებართვის მიღებას ექვემდებარებიან აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლას ახორციელებენ მცურავი საშუალებების გამოყენებით.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №519 – ვებგვერდი, 02.09.2014წ.

14. ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული  საქმიანობის საფუძვლის არსებობისას, როდესაც ეს საქმიანობა ხორციელდება ოკუპირებულ საზღვაო ზონებში მცურავი საშუალებების გამოყენებით, საქმიანობის განმახორციელებელმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა უნდა უზრუნველყონ, რომ:

ა) მცურავმა საშუალებებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლამდე და ტერიტორიიდან გამოსვლის შემდეგ გაიარონ კონტროლი ბათუმის ან ფოთის ნავსადგურში, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და  სახელმწიფო  საზღვრის  რეჟიმისა  და  დაცვის წესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად;

ბ) მცურავი საშუალებები აღჭურვილი იყოს გამართულად ფუნქციონირებადი ავტომატური იდენტიფიცირების სისტემით (AIS). საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ან შიდა საზღვაო წყლებში ყოფნის დროს,  გემებზე ავტომატური იდენტიფიცირების სისტემა (AIS) უნდა იყოს მოყვანილი სამუშაო მდგომარეობაში;

გ) მცურავმა საშუალებებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში არ განახორციელონ:

გ.ა) მცურავი საშუალების ეკიპაჟის შეცვლა;

გ.ბ) მცურავ საშუალებაზე ტვირთის (საქონელი) მიღება, თუ ეს არ არის დაკავშირებული ოკუპირებულ ტერიტორიაზე დადგენილი წესით შეთანხმებულ საქმიანობასთან;

გ.გ) მგზავრების აყვანა.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №519 – ვებგვერდი, 02.09.2014წ.

15. 14 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონტროლის დროს, ასევე ხორციელდება  მცურავი საშუალების შემოწმება (დეტალური ინფორმაცია და მცურავი საშუალების მახასიათებლები, მარშრუტი, საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები და ა.შ.) და მასზე მყოფი პირების შემოწმება (მათი ვინაობისა და სპეციალური ნებართვის არსებობის ფაქტის დადგენა).

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №519 – ვებგვერდი, 02.09.2014წ.

1 6. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით გათვალისწინებული კონტროლის გარეშე ან დადგენილი პირობების დარღვევით ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელება წარმოადგენს ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის აკრძალვისა და ამავე საქმიანობის განხორციელებისათვის გაცემული თანხმობის გაუქმების საფუძველს. აღნიშნულის თაობაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ატყობინებს საქმიანობის განხორციელებისათვის შესაბამისი თანხმობის გამცემ სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმირებას. ამ პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევით ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელების გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №519 – ვებგვერდი, 02.09.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18  იანვრის  დადგენილება №36  - ვებგვერდი, 21.01.2016წ.

1 7. 1 5 პუნქტით გათვალისწინებული კონტროლის განხორციელების დროს, თუ გემზე აღმოჩნდება პირი, რომელსაც არ ექნება უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული სპეციალური ნებართვა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის დადგენილება №519 – ვებგვერდი, 02.09.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18  იანვრის  დადგენილება №36  - ვებგვერდი, 21.01.2016წ.

2. (ამოღებულია – 28.12.2012, №483 ).

3. (ამოღებულია – 28.12.2012, №483 ).

31. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განსახორციელებელ ყოველ საქმიანობას შეისწავლის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, განსახორციელებელი საქმიანობიდან გამომდინარე, შესაბამის დარგობრივ სამინისტროსთან ერთად.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის დადგენილება №180 - სსმ III, №80, 06.07.2010წ., მუხ.1174

საქართველოს მთავრობის 201 4 წლის 27 იანვრის დადგენილება № 108 – ვებგვერდი, 28.01. 201 4 წ.

32. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და 31 პუნქტში აღნიშნული შესაბამისი დარგობრივი სამინისტროს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსახორციელებელი საქმიანობის მოწონება, რაც ფორმდება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანებით, წარმოადგენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღნიშნული პროექტის განხორციელების საფუძველს.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის დადგენილება №180 - სსმ III, №80, 06.07.2010წ., მუხ.1174

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №483 - ვებგვერდი, 31.12.2012წ.

საქართველოს მთავრობის 201 4 წლის 27 იანვრის დადგენილება № 108 – ვებგვერდი, 28.01. 201 4 წ.

33. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი და დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის გამცემი მინისტრი ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსახორციელებელი საქმიანობების შესახებ ინფორმაციას წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის დადგენილება №180 - სსმ III, №80, 06.07.2010წ., მუხ.1174

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №483 - ვებგვერდი, 31.12.2012წ.

საქართველოს მთავრობის 201 4 წლის 27 იანვრის დადგენილება № 108 – ვებგვერდი, 28.01. 201 4 წ.

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია