“საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციისა და აგრეთვე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
54/2004
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2004-09-07
გამოქვეყნების თარიღი
2004-09-08
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.13.007.006.656
“საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციისა და აგრეთვე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის თაობაზე”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.656

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება №54/2004

2004 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტის  2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის ადგი­ლობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციისა და აგრეთვე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის, 68-ე მუხლისა და 69-ე მუხლის თანახმად იმის გათვალისწინებით, რომ საქათველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნები წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნების ციკლის შემადგენელ ნაწილს, აღნიშნულის საფუძველზე, ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1

საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებისათვის რეგისტრირებულ ად­გი­ლობრივ და საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს, აგრეთვე პრესისა და მა­სობ­რივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს ჩაეთვალოთ, შესაბამისად, რეგისტრაცია და აკ­რე­დიტაცია საქართველოს პარლამენტის 2004 წლის 24 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის.

    მუხლი 2

საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებისათვის რეგისტრირებულმა ად­გი­ლობ­რივმა და საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა, აგრეთვე პრესისა და მასობრივი ინ­ფორ­მაციის აკრედიტებულმა საშუალებებმა, მათ დამფუძნებელ დოკუმენტებში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ამის შესახებ შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგინონ ინ­ფორ­მაცია, არა უგვიანეს 2004 წლის 24 სექტემბრისა.

    მუხლი 3

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მ­ი­სა­მართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი 4

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი   ზ. ნონიკაშვილი  

კომისიის მდივანი  კ. კვიტაიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია