,,ელექტროენერგიის ცალკეულ მომხმარებელთათვის ტარიფების დადგენის შესახებ” ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიაის 2003 წლის 26 აგვისტოს №15 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
9
მიმღები ორგანო
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი
2004-08-30
გამოქვეყნების თარიღი
2004-09-09
სარეგისტრაციო კოდი
300.280.000.14.011.006.650
,,ელექტროენერგიის ცალკეულ მომხმარებელთათვის ტარიფების დადგენის შესახებ” ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიაის 2003 წლის 26 აგვისტოს №15 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.14.011.006.650

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)

დადგენილება №9

2004 წლის 30 აგვისტო

 ქ. თბილისი

„ელექტროენერგიის ცალკეულ მომხმარებელთათვის ტარიფების დადგენის შესახებ” სემეკ-ის 2003 წლის 26 აგვისტოს №15 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, აგრეთვე, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის, 46-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:

1. „ელექტროენერგიის ცალკეულ მომხმარებელთათვის ტარიფების დადგენის შესახებ” სემეკ-ის 2003 წლის 26 აგვისტოს №15 დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №88, 15.08.2003 წ., მუხლი 759) მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ” ქვეპუნქტი:

„ბ. ამ დადგენილების მე-3 მუხლი (დანართი №6) ძალადაკარგულად ჩაითვალოს 2004 წლის 1 ოქტომბრიდან.”

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მისი გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

თავმჯდომარე                      გ. თავაძე

კრებსითი — სრული ვერსია