,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომახურებიდან მიღებული შემოსავლის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 18 ივნისის №759 ბრძაებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1072
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2004-08-31
გამოქვეყნების თარიღი
2004-09-07
სარეგისტრაციო კოდი
190.020.090.11.106.006.649
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომახურებიდან მიღებული შემოსავლის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 18 ივნისის №759 ბრძაებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.090.11.106.006.649

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №1072

2004 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 18 ივნისის №759 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 18 ივნისის №759 ბრძანება.

2. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრს (ლ. სამხარაული) დაამტკიცოს და შესათანხმებლად წარმოადგინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების განაწილების წესი.

3. ამ ბრძანების პირველი პუნქტი ძალაშია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების განაწილების წესის დამტკიცებისთანავე.

4. ეს ბრძანება, გარდა მისი პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია