“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომაგისტრალების საპატრულო ინისტრი მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 14 ივლისის №380 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
467
მიმღები ორგანო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2004-08-26
გამოქვეყნების თარიღი
2004-08-30
სარეგისტრაციო კოდი
140.020.000.11.118.006.640
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომაგისტრალების საპატრულო ინისტრი მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 14 ივლისის №380 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი  140.020.000.11.118.006.640

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

 ბრძანება №467

2004 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 13 ივლისის №380 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 13 ივლისის №380 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №71, მუხ. 632) დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომაგისტრალების საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

     „მუხლი 41

საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოს აქვს ბეჭედი და ბლანკი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სახელწოდების აღნიშვნით, დამოუკიდებელი ბალანსი, სახაზინო ანგარიში.“;

ბ) მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები:

„გ) ამზადებს საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ხარჯთაღრიცხვის პროექტს;

დ) ახორციელებს საბუღალტრო აღრიცხვას.“;

გ) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) დამოუკიდებლად განკარგავს საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოსათვის გამოყოფილ თანხებს დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. ბრძანება დაიგზავნოს დანიშნულებისამებრ.

ი. ოქრუაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია