„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებების მოსამსახურეებისათვის თანამდებობრივი სარგოს შრომის ანაზღაურების მინიმალურ დონესთან თანაფარდობის კოეფიციენტების განსაზღვრის მსჯავრებულთა და პატიმართა შევსების ლიმიტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 26 ივნისის №129 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
692
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2004-06-09
გამოქვეყნების თარიღი
2004-06-09
სარეგისტრაციო კოდი
100.060.050.11.106.006.511
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებების მოსამსახურეებისათვის თანამდებობრივი სარგოს შრომის ანაზღაურების მინიმალურ დონესთან თანაფარდობის კოეფიციენტების განსაზღვრის მსჯავრებულთა და პატიმართა შევსების ლიმიტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 26 ივნისის №129 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.060.050.11.106.006.511

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №692

2004 წლის 9 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებების მოსამსახურეებისათვის თანამდებობრივი სარგოს შრომის ანაზღაურების მინიმალურ დონესთან თანაფარდობის კოეფიციენტების განსაზღვრის, მსჯავრდებულთა და პატიმართა შევსების ლიმიტების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 26 ივნისის №129 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებების მოსამსახურეებისათვის თანამდებობრივი სარგოს შრომის ანაზღაურების მინიმალურ დონესთან თანაფარდობის კოეფიციენტების განსაზღვრის, მსჯავრდებულთა და პატიმართა შევსების ლიმიტების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 26 ივნისის №129 ბრძანებაში (სსმ III, 2000 წ., №58, მუხ. 541) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი პუნქტის:

ა) „ლ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) №1 საპყრობილე (ქ. თბილისი) – 2100 ადგილი;”;

ბ) „პ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) №5 საპყრობილე (მცხეთის რაიონი) – 350 ადგილი;”.

2. პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1” ქვეპუნქტი:

„პ1) №7 საპყრობილე (ქ. თბილისი) – 101 ადგილი;”.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 გ. პაპუაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია