ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
372
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2004-06-03
გამოქვეყნების თარიღი
2019-12-12
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.11.117.006.503
ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №372

2004 წლის 3 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2002 წლის 12 მარტის №140 ბრძანება „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ნოღაიდელი

დებულება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულება

1. ეს დებულება შემუშავებულია „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე.

2. ეს დებულება ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა (გარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეებისა) სახელმწიფო სპეციალური წოდების (შემდგომში – სპეციალური წოდების) სახეებს, კლასიფიკაციას, თანაფარდობას, მინიჭებისა და ჩამორთმევის წესს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 29 იანვრის ბრძანება №29-სსმIII, №12, 02.02.2009წ., მუხ.145
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №386 - ვებგვერდი, 13.12.2019წ.

    მუხლი 2. სამინისტროს სპეციალური წოდებები

1. სამინისტროს სისტემაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:

ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ინსპექტორი, III კლასის ინსპექტორი, II კლასის ინსპექტორი, I კლასის ინსპექტორი;

ბ) უფროსი სპეციალური წოდება – III კლასის მრჩეველი, II კლასის მრჩეველი, I კლასის მრჩეველი;

გ) უმაღლესი სპეცი ალური წოდება – ფინანსების სახელმწიფო მრჩეველი, ფინანსების მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.

2. სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება ამ სამსახურის სახელწოდება.

3. (ამოღებულია - 12.12.2019, №386).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №958-სსმIII, №109, 02.08.2007წ.; მუხ.1212
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №1199-სსმIII, №158, 09.11.2007წ.; მუხ.1746
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 23 ივნისის ბრძანება №542-სსმIII, №90, 26.06.2008წ.; მუხ.985
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 29 იანვრის ბრძანება №29-სსმIII, №12, 02.02.2009წ.; მუხ.145
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №783-სსმIII, №147, 30.11.2009წ.; მუხ.1730
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №386 - ვებგვერდი, 13.12.2019წ.

    მუხლი 3. სამსახურის ვადა სპეციალური წოდების მისანიჭებლად

1. მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დადგინდეს სპეციალური წოდებით სამსახურის შემდეგი ვადა:

ა) უმცროსი ინსპექტორი – 1 წელი;

ბ) III კლასის ინსპექტორი – 2 წელი;

გ) II კლასის ინსპექტორი – 3 წელი;

დ) I კლასის ინსპექტორი – 3 წელი;

ე) III კლასის მრჩეველი – 4 წელი;

ვ) II კლასის მრჩეველი – 5 წელი;

ზ) I კლასის მრჩეველი – 5 წელი.

2. უმცროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებების მინიჭებისას სამსახურის ვადა არ განისაზღვრება.

3. სპეციალური წოდებით ნამსახურობის წლები აითვლება ამ წოდების მინიჭების შესახებ ბრძანების ხელმოწერის დღიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 23 ივნისის ბრძანება №542-სსმIII, №90, 26.06.2008წ.; მუხ.985
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №386 - ვებგვერდი, 13.12.2019წ.

    მუხლი 4. (ამოღებულია)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 11 მაისის ბრძანება №317-სსმIII, №56, 13.05.2005წ.; მუხ.621
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №962-სსმIII, №107, 11.08.2006წ.; მუხ.1473
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №958-სსმIII, №109, 02.08.2007წ.; მუხ.1212
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №1199-სსმIII, №158, 09.11.2007წ.; მუხ.1746
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 23 ივნისის ბრძანება №542-სსმIII, №90, 26.06.2008წ.; მუხ.985
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №910-სსმIII, №178, 15.12.2008წ.; მუხ.1812
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 29 იანვრის ბრძანება №29-სსმIII, №12, 02.02.2009წ.; მუხ.145
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №783-სსმIII, №147, 30.11.2009წ.; მუხ.1730
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 27 იანვრის ბრძანება №37-სსმIII, №11, 29.01.2010წ.; მუხ.118
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 22 იანვრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 22.01.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №386 - ვებგვერდი, 13.12.2019წ.

    მუხლი 5. სპეციალური წოდების მინიჭება

1. უმცროს და საშუალო სპეციალურ წოდებებს:

ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეებს ანიჭებს მინისტრი;

ბ) (ამოღებულია - 12.12.2019, №386).

2. უფროს სპეციალურ წოდებებს სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეებს სამსახურის უფროსის წარდგინებით ანიჭებს მინისტრი.

3. უმაღლეს სპეციალურ წოდებებს სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეებს ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი.

4. სპეციალური წოდებები მიენიჭება პირებს, რომლებიც მიიღებიან სამინისტროს სისტემაში სამუშაოდ მათი პირადი თვისებების, სამსახურებრივი გამოცდილების, განათლების, დაკავებული თანამდებობის და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა პირობების გათვალისწინებით.

5. სამინისტროს სისტემაში ახლად მიღებულ მოსამსახურეებს, რომლებიც დაინიშნენ საშუალო, უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებისათვის გათვალისწინებულ თანამდებობაზე და არ გააჩნიათ ოფიცრის სამხედრო ან სხვა სპეციალური წოდება, ენიჭებათ საშუალო სპეციალური წოდება – „უმცროსი ინსპექტორი.

6. (ამოღებულია).

7. მოსამსახურეს სპეციალური წოდება მისი არქონის შემთხვევაში მიენიჭება თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად.

71. „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ერთი დაწესებულებიდან მეორეში მოსამსახურის გადასვლისას მას მიენიჭება შესაბამისი სპეციალური წოდება წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით.

8. მორიგი სპეციალური წოდების მინიჭება ხდება შესაბამისი წინა სპეციალური წოდების გათვალისწინებით.

9. სპეციალური წოდების მინიჭება ხდება დადგენილი თანმიმდევრობით, დაუშვებელია სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამოშვებით.

10. სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე პირს, რომელიც დაინიშნა სამინისტროში და გასული არ აქვს მორიგი წოდების მისანიჭებლად წოდებით წელთა ნამსახურობის კანონით დადგენილი ვადა ან მისი წოდება აღემატება დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილ ზღვრულ წოდებას, ენიჭება სამინისტროში მოქმედი ის სპეციალური წოდება, რომელიც შეესაბამება მინიჭებულ ბოლო სამხედრო ან სპეციალურ წოდებას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გასული აქვს მორიგი წოდების მისანიჭებლად წოდებით წელთა ნამსახურობის კანონით დადგენილი ვადა – ენიჭება სამინისტროში მოქმედი შესაბამისი მორიგი სპეციალური წოდება, თუ იგი არ აღემატება დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილ ზღვრულ წოდებას.

10​ 1. სამხედრო და სამინისტროში მოქმედი სპეციალური წოდებების შესაბამისობა განისაზღვრება შემდეგი თანაფარდობით:

ა) ლეიტენანტი –III კლასის ინსპექტორი;

ბ) უფროსი ლეიტენანტი –II კლასის ინსპექტორი;

გ) კაპიტანი, კაპიტან-ლეიტენანტი –  I კლასის ინსპექტორი;

დ) მაიორი, III რანგის კაპიტანი –  III კლასის მრჩეველი;

ე) ვიცე-პოლკოვნიკი, II რანგის კაპიტანი – II კლასის მრჩეველი;

ვ) პოლკოვნიკი, I რანგის კაპიტანი – I კლასის მრჩეველი.

11. (ამოღებულია).

12. მოსამსახურეებს, რომლებიც ადრე მსახურობდნენ სამინისტროს სისტემაში და ხელახლა იწყებენ იქ მუშაობას, სამსახურიდან გათავისუფლებამდე ბოლო წოდებით წელთა ნამსახურობის დრო შეიძლება ჩაეთვალოთ ამ წოდებით წელთა ნამსახურობის ვადაში.

13. სამინისტროს სისტემაში არსებული ერთი ქვედანაყოფიდან მეორეში გადასვლისას, მოსამსახურეს მიენიჭება შესაბამისი სპეციალური წოდება წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით.

14. მორიგი სპეციალური წოდება მოსამსახურეებს მიენიჭებათ წოდებით წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის შემდეგ, დაკავებული თანამდებობის ზღვრული სპეციალური წოდების გათვალისწინებით.

15. მოსამსახურეებს პენსიაში გასვლის წინ, უმწიკვლო სამსახურისათვის თუ მათ სისტემაში იმსახურეს ათი ან მეტი წელი და გაუვიდათ სპეციალური წოდებით სამსახურის ვადა, შეიძლება მიენიჭოთ მორიგი სპეციალური წოდება, დადგენილ ზღვრულ წოდებაზე ერთი საფეხურით ზევით, მაგრამ არაუმეტეს I კლასის მრჩევლისა.

16. მოსამსახურეს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ან მიმდინარეობს სამსახურებრივი მოკვლევა მის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ფაქტზე, სპეციალური წოდება არ მიენიჭება დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, მარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტამდე ან სამსახურებრივი მოკვლევის დასრულებამდე.

17. პირველი და მორიგი სპეციალური წოდებების მისანიჭებლად მოსამსახურეები წარდგენილ უნდა იქნენ მათი უშუალო უფროსის მიერ, ზემდგომი უფროსის თანხმობით.

18. სპეციალური წოდების მისანიჭებლად წარდგენის უსაფუძვლოდ დაგვიანებისათვის შესაბამის უფროსებს ეკისრებათ დისციპლინური პასუხისმგებლობა.

19. პირველი და მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად ივსება სპეციალური წარდგინება, რომელიც ეგზავნება შესაბამის კადრების სამსახურს მორიგი წოდების მისანიჭებელი ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე.

20. კონტროლს სპეციალური წოდებების მინიჭებაზე ახორციელებს წოდების მინიჭების უფლებამოსილების მქონე უწყების შესაბამისი სამსახური.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 ივნისის ბრძანება №614-სსმIII, №82, 20.06.2006წ.; მუხ.1095
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №958-სსმIII, №109, 02.08.2007წ.; მუხ.1212
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 23 ივნისის ბრძანება №542-სსმIII, №90, 26.06.2008წ.; მუხ.985
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №910-სსმIII, №178, 15.12.2008წ.; მუხ.1812
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 29 იანვრის ბრძანება №29-სსმIII, №12, 02.02.2009წ.; მუხ.145
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის ბრძანება №153-სსმIII, №24, 05.03.2010წ.; მუხ.357
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №888-სსმIII,№160, 07.12.2010წ.; მუხ.2257
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №386 - ვებგვერდი, 13.12.2019წ.

    მუხლი 6. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება

1. მოსამსახურეს სპეციალური წოდება ვადამდე (უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდებები – კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს ერთხელ) ენიჭება:

ა) ატესტაციის შედეგების მიხედვით;

ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის.

2. სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეებისათვის საშუალო და უფროსი სპეციალური წოდებების ვადამდე მინიჭება ხორციელდება ბრძანების მე-5 მუხლის შესაბამისად.

3. უმაღლეს სპეციალურ წოდებას სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებს ვადამდე ანიჭებს პრეზიდენტი, ფინანსთა მინისტრის წარდგინების საფუძველზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 ივნისის ბრძანება №614-სსმIII, №82, 20.06.2006წ.; მუხ.1095
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის ბრძანება №153-სსმIII, №24, 05.03.2010წ.; მუხ.357
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 22 იანვრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 22.01.2014წ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 8 თებერვლის ბრძანება №53 - ვებგვერდი, 08.02.2018წ.

    მუხლი 7. სპეციალური წოდებების ჩამორთმევა

1. სპეციალური წოდება პირს შეიძლება ჩამოერთვას, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

2. სპეციალური წოდების ჩამორთმევის თაობაზე დავა განიხილება სასამართლოს წესით.

     მუხლი 8. (ამოღებულია)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 აგვისტოს ბრძანება №958-სსმIII, №109, 02.08.2007წ.; მუხ.1212
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 5 მარტის ბრძანება №153-სსმIII, №24, 05.03.2010წ.; მუხ.357
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №386 - ვებგვერდი, 13.12.2019წ.

    მუხლი 9. სოციალური გარანტიები

1. სპეციალური წოდებისათვის გათვალისწინებული ხელფასის დანამატი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. სპეციალური წოდების მინიჭების უსაფუძვლოდ დაგვიანების შემთხვევაში მოსამსახურეს უფლება აქვს ყველა იმ სარგოს კომპენსაციაზე, რომელიც მას უნდა მიეღო სპეციალური წოდების დროული მინიჭების შემთხვევაში.

3. უკანონოდ გათავისუფლებულ მოსამსახურეს სამსახურში აღდგენისას სამუშაო ადგილზე იძულებით არყოფნის მთელი პერიოდი ჩაეთვლება შესაბამისი სპეციალური წოდებით წელთა ნამსახურობის ვადაში.

    მუხლი 10. გარდამავალი დებულება

სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს, რომლებსაც 2009 წლის 1 დეკემბრამდე სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მიღებისას ან სამსახურის გავლის პერიოდში მიენიჭათ სპეციალური სახელმწიფო წოდებები, შეუნარჩუნდეთ აღნიშნული სპეციალური სახელმწიფო წოდებები, ხოლო სახელმწიფო სპეციალური წოდებებისთვის კანონმდებლობით დადგენილი დანამატები შეუნარჩუნდეთ სამინისტროს შემოსავლების სამსახურში მუშაობის მთელი პერიოდის მანძილზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის ბრძანება №783-სსმIII, №147, 30.11.2009წ.; მუხ.1730

კრებსითი — სრული ვერსია