სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 00.080.000.22.027.006.723
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №1207
2004 წლის 1 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №358 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №358 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასრულწლოვანთა აღმზრდელობითი დაწესებულების შინაგანაწესის (სსმ III, 1999წ., №71(78), მუხ.1088) მე-16 მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:
„2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ პირებს უფლება აქვთ დაწესებულებაში ისარგებლონ მობილური ტელეფონით, აუდიო და ვიდეო აპარატურით”.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
გ. პაპუაშვილი