“საკონსულტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
104
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლების მინისტრი
მიღების თარიღი
2004-07-02
გამოქვეყნების თარიღი
2010-06-01
სარეგისტრაციო კოდი
430.010.000.11.101.006.545
“საკონსულტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.11.101.006.545

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №104

2004 წლის 2 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სათათბირო ორგანოს – საზოგადოებრივი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მინისტრის 2008 წლის 5 ივნისის ბრძანება №519-სსმIII, №83, 11.06.2008წ.; მუხ.896

`საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს 2004 წლის 11 თებერვლის კანონისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების შესაბამისად:

1. შეიქმნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სათათბირო ორგანო – საზოგადოებრივი საბჭო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მინისტრის 2008 წლის 5 ივნისის ბრძანება №519-სსმIII, №83, 11.06.2008წ.; მუხ.896

2. დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სათათბირო ორგანოს – საზოგადოებრივი საბჭოს თანდართული დებულება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მინისტრის 2008 წლის 5 ივნისის ბრძანება №519-სსმIII, №83, 11.06.2008წ.; მუხ.896

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მინისტრის 2008 წლის 5 ივნისის ბრძანება №519-სსმIII, №83, 11.06.2008წ.; მუხ.896

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მინისტრის 2009 წლის 1 მაისის ბრძანება №247-სსმIII, №53, 01.05.2009წ.; მუხ.613

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მინისტრის 2010 წლის 1 ივნისის ბრძანება №46/ნ-სსმIII, №63, 04.06.2010წ.; მუხ.950

 

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სათათბირო ორგანოს – საზოგადოებრივი საბჭოს დებულება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მინისტრის 2008 წლის 5 ივნისის ბრძანება №519-სსმIII, №83, 11.06.2008წ.; მუხ.896

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის განათლებისა და მეცნიერების სისტემაში მიმდინარე რეფორმის გამჭვირვალობის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მუშაობის საჯაროობის, საზოგადოებასთან დიალოგის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის მიზნით შექმნილი სათათბირო ორგანო, რომელიც მოქმედებს საზოგადოებრივ საწყისებზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მინისტრის 2008 წლის 5 ივნისის ბრძანება №519-სსმIII, №83, 11.06.2008წ.; მუხ.896

    მუხლი 2

საბჭო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონმდებლობით, სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მინისტრის 2008 წლის 5 ივნისის ბრძანება №519-სსმIII, №83, 11.06.2008წ.; მუხ.896

თავი II

საბჭოს შემადგენლობა

    მუხლი 3

1. საბჭოს თავმჯდომარესა და წევრებს ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. ამოღებულია.

3. მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ახალ მინისტრს უფლება აქვს დაითხოვოს საბჭო.

4. მინისტრი უფლებამოსილია შეუწყვიტოს საბჭოს წევრს უფლებამოსილება:

ა) თუ იგი სისტემატურად არ ესწრება საბჭოს სხდომებს;

ბ) თუ მან დაიკავა თანამდებობა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულში;

გ) საბჭოს წევრის პირადი სურვილით;

დ) საბჭოს წევრისათვის შეუფერელი საქციელის ჩადენის შემთხვევაში;

ე) თუ სასამართლომ იგი ქმედუუნაროდ ცნო;

ვ) მის წინააღმდეგ კანონიერ ძალაში შევიდა გამამტყუნებელი განაჩენი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მინისტრის 2008 წლის 5 ივნისის ბრძანება №519-სსმIII, №83, 11.06.2008წ.; მუხ.896

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მინისტრის 2010 წლის 1 ივნისის ბრძანება №46/ნ-სსმIII, №63, 04.06.2010წ.; მუხ.950

თავი III

საბჭოს საქმიანობის წესი

    მუხლი 4

საბჭო რეკომენდაციებს იღებს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით საბჭოს სხდომებზე ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით. საბჭოს სხდო­მა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

    მუხლი 5

საბჭოს სხდომები იმართება საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის ან  მინისტრის გადაწყვეტილებით. საბჭოს სხდომის შედეგები და რეკომენდაციები ფორმდება საბჭოს სხდომის ოქმით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მინისტრის 2008 წლის 5 ივნისის ბრძანება №519-სსმIII, №83, 11.06.2008წ.; მუხ.896

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მინისტრის 2010 წლის 1 ივნისის ბრძანება №46/ნ-სსმIII, №63, 04.06.2010წ.; მუხ.950

    მუხლი 6

იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს რომელიმე წევრი არ ეთანხმება სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს თავისი პოზი­ცია გააფორმოს წერილობითი დასკვნით, რომელიც ერთვის სხდომის ოქმს.

    მუხლი 7

საბჭოს სხდომის ოქმი წარმოადგენს საჯარო დოკუმენტს. სხდომის გადაწყვეტილებები შეიძლება გამოქვეყნდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი IV

საბჭოს ფუნქციები და უფლება-მოვალეობა

    მუხლი 8

თავის სხდომებზე საბჭო:

ა) სამინისტროს ინიციატივის საფუძველზე განიხილავს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მისაღები სამართლებრივი აქტების პროექტებს და მათთან დაკავშირებით გამოთქვამს მოსაზრებებსა და შენიშვნებს, მსჯელობს სამინისტროს მიერ განსახორციელებელი საქმიანობის შესახებ;

ბ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სამინისტროს მიერ მისაღები გადაწყვეტილებების განხორციელების ხელშესაწყობად;

გ) ამოღებულია.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მინისტრის 2008 წლის 5 ივნისის ბრძანება №519-სსმIII, №83, 11.06.2008წ.; მუხ.896

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მინისტრის 2009 წლის 1 მაისის ბრძანება №247-სსმIII, №53, 01.05.2009წ.; მუხ.613

    მუხლი 9. ამოღებულია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მინისტრის 2008 წლის 5 ივნისის ბრძანება №519-სსმIII, №83, 11.06.2008წ.; მუხ.896

კრებსითი — სრული ვერსია