სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.090.000.13.007.006.480
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №48/2004
2004 წლის 30 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების სერტიფიცირების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 29-ე მუხლის პირველი პუნქტის �ყ� ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
��� მუხლი 1
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისა და ამასთანავე მათი აპარატის თანამშრომლების საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 129-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სერტიფიცირების ახალ ვადად განიაზღვროს არა უგვიანეს 2005 წლის პირველი იანვრისა.
��� მუხლი 2
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 129-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სერტიფიცირების ახალ ვადად განიაზღვროს არა უგვიანეს 2006 წლის პირველი იანვრისა.
��� მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
��� მუხლი 4
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დ. ქიტოშვილი
კომისიის მდივანი ზ. ნონიკაშვილი