,,№81 ქობულეთისა და №84 ხულოს საარჩევნო ოლქებში 2004 წლის 18 აპრილს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
46/2004
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2004-04-13
გამოქვეყნების თარიღი
2004-04-13
სარეგისტრაციო კოდი
010.090.000.13.007.006.453
,,№81 ქობულეთისა და №84 ხულოს საარჩევნო ოლქებში 2004 წლის 18 აპრილს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.090.000.13.007.006.453

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №46/2004

2004 წლის 9 აპრილი

ქ. თბილისი

№81 ქობულეთისა და №84 ხულოს საარჩევნო ოლქებში 2004 წლის 18 აპრილს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1

2004 წლის 18 აპრილის ხელახალი არჩევნებისათვის №81 ქობულეთისა და №84 ხულოს საარჩევნო ოლქების საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ ამომრჩეველთა სპეციალური სიის ფორმირების ახალ ვადად განისაზღვროს არაუგვიანეს 2004 წლის 16 აპრილისა.

    მუხლი 2

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი 3

ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი

კომისიის მდივანი დიმიტრი ქიტოშვილი

კრებსითი — სრული ვერსია