“სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 საპყრობილის შექმნის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 9 თებერვლის №79 ბრძანებაში დამატებებეის შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
288
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2004-02-18
გამოქვეყნების თარიღი
2004-03-19
სარეგისტრაციო კოდი
100.010.000.11.106.006.410
“სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 საპყრობილის შექმნის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 9 თებერვლის №79 ბრძანებაში დამატებებეის შეტანის თაობაზე”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.010.000.11.106.006.410

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №288

2004 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

“სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 საპყრობილის შექმნის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 9 თებერვლის №79 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 საპყრობილის შექმნის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 9 თებერვლის №79 ბრძანებას (სსმ III, 2004 წ., №15, მუხ. 143) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა (შ. კოპაძე), მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სარეჟიმო ვითარებიდან გამომდინარე, სპეცკონტიგენტის უსაფრთხოების, საცხოვრებელი და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გათვალისწინებით, უზრუნველყოს პატიმართა და მსჯავრდებულთა №7 საპყრობილეში გადაყვანა.”.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია