საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის კენჭისყრის მინისტრის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
28/2004
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2004-02-27
გამოქვეყნების თარიღი
2004-03-02
სარეგისტრაციო კოდი
010.090.020.13.007.006.386
საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის კენჭისყრის მინისტრის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.090.020.13.007.006.386

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება №28/2004

2004 წლის 27 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის კენჭისყრის პროცედურის ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� მე-8 მუხლის, 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის �ა� ქვეპუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის ფარულობისა და ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის უკეთ უზრუნველყოფის მიზნით,

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

��� მუხლი 1.

ფარული კენჭისყრის კაბინები მოეწყოს შემდეგნაირად: კენჭისყრის კაბინა ღია მხრიდან გახსნილი დარჩეს მისი სიმაღლის ნახევრამდე, ხოლო ზედა ნახევარი დაიფაროს ფარდით.

��� მუხლი 2.

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

��� მუხლი 3.

ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ზ. ჭიაბერაშვილი

კომისიის მდივანი დ. ქიტოშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია