საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №21/2004
2004 წლის 11 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის განისაზღვროს ზლგიერთი საარჩევენო ღონისიების ახალი ვადები:
არა უგვიანეს 2004 წლის:
ა) 21 თებერვლისა ცესკოს თავმჯდომარისათვის რგისტრირებლი პარტიების მიერ საარჩევნო ბლოკის შექმნის შესახებ განცხადებისა და საარჩევენო ბლოკის წესდების წარდგენა;
ბ) 22 თებერვლისა ცესკოს თავმჯდომრისათვის ცესკოს სათანადო სამსახურის მიერ საარჩევნო ბლოკში გაერთიანების სურვილის მქტონე რეგისტრირებული პარტიების მიერ წარმოდგენილი საბუთების თაობაზე დასკვნის წარდგენა;
გ) 23 თებერვლისა ცესკოს თავმჯდომარის მიერ საარჩევნო ბლოკისა და მისი წარმომადგენლის რეგისტრიაციაში გატარება, ხოლო საბუთების კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში ბლოკის წარმომადგენლისათის შეუსაბამობის თაობაზე წერილობითი ცნობება;
დ) 24 თებერვლისა დაბლოკების მსურველი რეგისტრირებული პარტიების მიერ შესწორებული საბუთების დაბრუნება ცესკოს თავმჯდომარისათვის;
ე) 25 თებერვლისა ცესკოს თავმჯდომარის მიერ საარჩევნო ბლოკისა და მისი წარმომადგენლის რგისტრაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 19 თებერვლის დადგენილება №25/2004 - სსმ.19, 20.02.2004წ.
მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა ) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ზ. ჭიაბერაშვილი
კომისიის მდივანი დ. ქიტოშვილი