,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია-ოს 2004 წლის 23 თებერვლის №11/2004 დადგენილებაში №56 ჭიათურის და თაინეთის №19 საარჩევნო ოლქში საქართველოს პარალამენტის ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
19/2004
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2004-02-12
გამოქვეყნების თარიღი
2004-02-13
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.13.007.006.357
,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია-ოს 2004 წლის 23 თებერვლის №11/2004 დადგენილებაში №56 ჭიათურის და თაინეთის №19 საარჩევნო ოლქში საქართველოს პარალამენტის ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.349

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №12/2004

2004 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიებში ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი წესის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, და გამომდინარე იქიდან, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისა და წარმომადგენლის დანიშვნისას, კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად ფოტოსურათების წარდგენის ვალდებულება დაკავშირებულია გარკვეულ ორგანიზაციულ და მატერიალურ სიძნელეებთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საარჩევნო ღონისძიებების განხორციელებისათვის დაბრკოლებების შექმნა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. ნება დაერთოთ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისა და წარმომადგენლის დანიშვნის უფლების მქონე სუბიექტებს საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის საარჩევნო უბანში კომისიის წევრისა და წარმომადგენლის დანიშვნისას გამოიყენონ დასანიშნი პირის საბუთისათვის გამოსადეგი ნებისმიერი ფოტოსურათის ქსეროასლი.

მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან სამი კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ზ. ჭიაბერაშვილი

კომისიის მდივანი დ. ქიტოშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია