საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდების მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
135
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2004-02-11
გამოქვეყნების თარიღი
2004-02-13
სარეგისტრაციო კოდი
170.030.000.11.106.006.338
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდების მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 170.030.000.11.106.006.338

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №135

2004 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდების მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 17 იანვრის №9 ბრძანების საფუძველზე ჩამოყალიბებული, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 29 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 4.09.2001წ., მუხ. 673) მე-17 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.

2. მიეცეს წინადადება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობას საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა უახლოესი კრებისათვის დღის წესრიგში შეიტანოს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საკითხი.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია