საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 1 აგვისტოს №289 ბრძანებაში ცვლილებებეისა და დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
66
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2004-02-03
გამოქვეყნების თარიღი
2004-02-04
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.11.106.006.323
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 1 აგვისტოს №289 ბრძანებაში ცვლილებებეისა და დამატებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.006.323

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №66

2004 წლის 3 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 1 აგვისტოს №289 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის პირველი აგვისტოს №289 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატება:

ა) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 6. ცენტრის დირექტორის მოადგილეები

1. ცენტრის დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე (შემდგომში – პირველი მოადგილე) და მოადგილე (შემდგომში – მოადგილე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. პირველი მოადგილისა და მოადგილის უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

3. დირექტორის სამსახურში არყოფნის პერიოდში ცენტრის დირექტორის უფლებამოსილება ეკისრება პირველ მოადგილეს, მათ შორის, დოკუმენტებზე ხელმოწერის უფლებით.

4. დირექტორისა და პირველი მოადგილის სამსახურში არყოფნის პერიოდში ცენტრის დირექტორის უფლებამოსილება ეკისრება მოადგილეს, მათ შორის, დოკუმენტებზე ხელმოწერის უფლებით.

5. პირველი მოადგილე და მოადგილე ხელმძღვანელობენ ცენტრის საქმიანობას მინისტრის მიერ განსაზღვრულ სფეროში, ახდენენ შესაბამისი დოკუმენტების ვიზირებას.”;

ბ) მე-11 მუხლის მე-3 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს “დ” ქვეპუნქტი.

გ) დებულებას დაემატოს შემდეგი სახის 111 მუხლი:

    „მუხლი 111. ცენტრის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა

ცენტრის საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.”.

2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებითანავე.    

ზ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია