ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა
ნარკოტიკულ ნივთიერებათა ხმარებისათვის პასუხისმგებლობის დაწესებისა და ამ ნივთიერებათა გატაცების , უკანონო დამზადებისა და გასაღების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების შესახებ
ითვალისწინებს რა ნარკომანიის საზოგადოებრივ საშიშროებას , აგრეთვე ცალკეულ მოქალაქეთა და მშრომელთა კოლექტივების თხოვნას ამ მოვლენის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების შესახებ , საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს :
1. დაწესდეს , რომ იმ პირს , რომელიც ხმარობს ან შეეცდება იხმაროს ნარკოტიკული ნივთიერებანი ექიმის დანიშნულების გარეშე , მოსამართლის დადგენილებით შეუფარდებენ პატიმრობას ვადით 10 დღიდან 15 დღემდე .
მასალებს ასეთი პირის შესახებ ერთპიროვნულად განიხილავს სახალხო მოსამართლე დღე - ღამის განმავლობაში ამ მასალების მშრომელთა დეპუტატების რაიონული , საქალაქო საბჭოს აღმასკომის შინაგან საქმეთა განყოფილებიდან ( სამმართველოდან ) მიღების შემდეგ.
თუ დადგინდა , რომ ამ ბრძანებულების 1- ლი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დაკავებული პირი არის ნარკომანი და თავს არიდებს მკურნალობას , იგი უნდა გაიგზავნოს იძულებით სამკურნალოდ „ ნარკომანების და გამოუსწორებელი ლოთების ( ალკოჰოლიკების ) იძულებითი მკურნალობისა და შრომითი აღზრდა - გარდაქმნის შესახებ “ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1965 წლის 18 დეკემბრის ბრძანებულების შესაბამისად .
2. ნარკოტიკული ნივთიერების ხმარება , ჩადენილი იმ პირის მიერ , რომლის მიმართაც გამოყენებული იყო ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომა , ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე .
3. მასალები იმ პირის შესახებ , რომელსაც არ შესრულებია თექვსმეტი წელი და ხმარობს ნარკოტიკულ ნივთიერებას , გადაეცემა მშრომელთა დეპუტატების ადგილობრივი საბჭოს აღმასკომის არასრულწლოვანთა საქმეების კომისიას ამ პირის მკურნალობისათვის სათანადო ზომების მისაღებად , მისი ქცევისადმი კონტროლის დასაწესებლად და მშობლების ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხის განსახილველად .
4. საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებანი და დამატებები :
კოდექსის 63- ე , 230- ე , 252- ე და 253- ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„ მუხლი 63. ალკოჰოლიკისა და ნარკომანის იძულებითი მკურნალობა
თუ დანაშაულის ჩამდენი პირი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე აღმოჩნდება ალკოჰოლიკი ან ნარკომანი , სასამართლო დამნაშავეს სასჯელთან ერთად შეუფარდებს იძულებით მკურნალობას .
თუ ალკოჰოლიკს ან ნარკომანს ჩადენილი დანაშაულისათვის შეეფარდება სასჯელი , რომელიც დაკავშირებული არ არის თავისუფლების აღკვეთასთან , იგი იძულებითი მკურნალობისათვის იგზავნება სპეციალურ სამკურნალო - შრომით დაწესებულებაში ;
ხოლო თუ სასჯელის ზომად გამოყენებული იქნა თავისუფლების აღკვეთა მსჯავრდებული მკურნალობას გაივლის სასჯელის მოხდის დროს , თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან გათავისუფლების შემდეგ კი მკურნალობა , თუ ეს საჭიროა , გაგრძელდება სპეციალურ სამკურნალო - შრომით დაწესებულებაში .
ალკოჰოლიკის ან ნარკომანის იძულებითი მკურნალობა შეწყდება სასამართლოს დადგენილებით , იმ დაწესებულების წარდგინების საფუძველზე , სადაც პირი იმყოფება სამკურნალოდ “.
„ მუხლი 230. ნარკოტიკების მოხმარების ბუნაგის ან გარყვნილების ბუდის მოწყობა და მაჭანკლობა
ნარკოტიკების მოხმარების ბუნაგის , აგრეთვე გარყვნილების ბუდის მოწყობა , –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე , ნარკოტიკულ ნივთიერებათა კონფისკაციით .
ქალების მიზიდვა გარყვნილებისათვის , აგრეთვე მაჭანკლობა ანგარების მიზნით , –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე , გადასახლებით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ “.
„ მუხლი 252. ნარკოტიკულ და სხვა ძლიერმოქმედ და შხამიან ნივთიერებათა დამზადება ან გასაღება
ნარკოტიკულ ნივთიერებათა საგანგებო ნებართვის გარეშე დამზადება , შეძენა , შენახვა , ან გასაღება , -
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე , ქონების კონფისკაციით ან უამისოდ , ნარკოტიკულ ნივთიერებათა კონფისკაციით .
ძლიერმოქმედ და შხამიან არანარკოტიკულ ნივთიერებათა საგანგებო ნებართვის გარეშე დამზადება , შეძენა , შენახვა , ან გასაღება , –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე , ძლიერმოქმედ და შხამიან ნივთიერებათა კონფისკაციით .
ნარკოტიკულ ნივთიერებათა უკანონო დამზადება , შეძენა , შენახვა ან გასაღება , ჩადენილი დიდი ოდენობით ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ან განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ ან იმ პირის მიერ , რომელმაც სასჯელი მოიხადა ასეთივე დანაშაულისათვის , -
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე , ქონების კონფისკაციით .
ნარკოტიკულ და სხვა ძლიერმოქმედ და შხამიან ნივთიერებათა წარმოების , შენახვის , გაცემის , აღრიცხვის , გადაზიდვის ან გადაგზავნის დადგენილი წესების დარღვევა , –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე “.
„ მუხლი 253. ხაშხაშის ან ინდური , სამხრეთ მანჯურიის და სამხრეთ ჩუიის კანაფის დათესვა
ხაშხაშის ან ინდური , სამხრეთ მანჯურიის და სამხრეთ ჩუიის კანაფის დათესვა სათანადო ნებართვის გარეშე , –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე , ქონების კონფისკაციით ან უამისოდ , ნათესების კონფისკაციით “.
დაემატოს კოდექსს 2521, 2522, 2523 და 2524 მუხლები შემდეგი შინაარსისა :
„ მუხლი 2521. ნარკოტიკულ და სხვა ძლიერმოქმედ და შხამიან ნივთიერებათა გატაცება
ნარკოტიკულ და სხვა ძლიერმოქმედ და შხამიან ნივთიერებათა გატაცება , თუ ეს ქმედობა თავისი ხასიათით არ იწვევს უფრო მძიმე სასჯელს , –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ათ წლამდე . იგივე ქმედობა , ჩადენილი განმეორებით ან დიდი ოდენობით ან პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ან განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის მიერ , –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე , ქონების კონფისკაციით .
„ მუხლი 2522. ნარკოტიკულ ნივთიერებათა ხმარება
ნარკოტიკულ ნივთიერებათა ხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე , ჩადენილი მას შემდეგ რაც ასეთივე ქმედობისათვის დამნაშავის მიმართ გამოყენებული იყო ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომა , -
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე .
მუხლი 2523. ნარკოტიკულ ნივთიერებათა ხმარებაზე დაყოლიება
ნარკოტიკულ ნივთიერებათა ხმარებაზე სრულწლოვანი პირის დაყოლიება , –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე .
მუხლი 2524. იძულებითი მკურნალობისათვის თავის არიდება
სამკურნალო - შრომით დაწესებულებაში ნარკომანის ან ალკოჰოლიკის მიერ იძულებითი მკურნალობისათვის თავის არიდება , ან რეჟიმის სხვა ბოროტი დარღვევა , –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე “.
კოდექსის 39- ე მუხლის მე -12 პუნქტს სიტყვების : „ მთვრალი იყო “ შემდეგ დაემატოს სიტყვები : „ ან იმყოფებოდა ნარკოტიკულ ნივთიერებათა ზეგავლენის ქვეშ “.
კოდექსის 25- ე , 44- ე და 54- ე მუხლებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები :
„(252- ე მუხლის პირველი ნაწილი )“ და მათ ნაცვლად ჩაიწეროს სიტყვები :
„(252- ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილი ), ნარკოტიკულ და სხვა ძლიერმოქმედ და შხამიან ნივთიერებათა გატაცებისათვის (2521 მუხლი )“, ამავე მუხლებს სიტყვების :
„(228-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილი )“ შემდეგ დაემატოს სიტყვები :
„ ნარკოტიკების მოხმარების ბუნაგის ან გარყვნილების ბუდის მოწყობისათვის (230- ე მუხლის პირველი ნაწილი )“.
5. შეტანილ იქნეს ცვლილება და დამატება „ ნარკომანების და გამოუსწორებელი ლოთების ( ალკოჰოლიკების ) იძულებითი მკურნალობისა და შრომითი აღზრდა - გარდაქმნის შესახებ “ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1965 წლის 18 დეკემბრის ბრძანებულების მე -3 მუხლში : სიტყვის „ არასრულწლოვანებს “ შემდეგ დაემატოს სიტყვები : „ რომლებსაც თექვსმეტი წელი არ შესრულებიათ “.
ამავე ბრძანებულების მე -13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის აბზაცი .
„ სამკურნალო - შრომით დაწესებულებაში ნარკომანის ან ალკოჰოლიკის მიერ იძულებითი მკურნალობისათვის თავის არიდება ან რეჟიმის სხვა ბოროტი დარღვევა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე “.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ . ძოწენიძე .
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ . კვაჭაძე .
თბილისი , 1969 წლის 30 ივნისი .