ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 148-ე მუხლში დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
-
მიმღები ორგანო
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი
1966-10-03
გამოქვეყნების თარიღი
1966-12-30
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 148-ე მუხლში დამატების შეტანის შესახებ

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა

საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 148-ე მუხლში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს:

საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 148-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეორე ნაწილი:

„იგივე ქმედობა, თუ იგი ჩაიდინა იმ პირმა, რომელიც ადრე გასამართლებული იყო სახელმწიფოსაგან ეკლესიისა და ეკლესიისაგან სკოლის გამოყოფის კანონთა დარღვევისათვის, აგრეთვე ორგანიზაციული მუშაობა აღნიშნული ქმედობის ჩასადენად, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე“.

 

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე გ. ძოწენიძე.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ზ. კვაჭაძე.

თბილისი, 1966 წლის 3 ოქტომბერი.

 

კრებსითი — სრული ვერსია