“საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნების ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისის №5/2004 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
7/2004
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2004-01-21
გამოქვეყნების თარიღი
2004-01-21
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.13.007.006.304
“საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნების ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისის №5/2004 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.304

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №7/2004

2004 წლის 21 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნების ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის №5/2004 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართ­ველოს საარჩევნო კოდექსი” 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. „საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნების ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის №5/2004 დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. ცესკოს სათანადო სამსახურმა ამ დადგენილების მე-6 მუხლში აღნიშნულ მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიები შეამოწმოს და ცესკოს თავმჯდომარეს სათანადო დასკვნა წარუდგინოს არა უგვიანეს 2004 წლის 6 თებერვლისა.”

მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ზ. ჭიაბერაშვილი

კომისიის მდივანი დ. ქიტოშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია