„საწარმოო ტრანსფუზიოლოგიის დაწესებულებებისადმი წაყენებული სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №299/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
7/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2004-01-13
გამოქვეყნების თარიღი
2004-01-21
სარეგისტრაციო კოდი
470.010.000.11.119.006.301
„საწარმოო ტრანსფუზიოლოგიის დაწესებულებებისადმი წაყენებული სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №299/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.006.301

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №7/ნ

2004 წლის 13 იანვარი

ქ. თბილისი

„საწარმოო ტრანსფუზიოლოგიის დაწესებულებებისადმი წაყენებული სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №299/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე, 126-ე, 127-ე მუხლების, „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, დონაციის, სისხლისა და სისხლის კომპონენტების დამზადების, შენახვისა და გამოყენების, აგრეთვე, ტრანსფუზიოლოგიური სამსახურის ფუნქციონირების ხარისხობრივი სრულყოფის მიზნით, ვბრძანებ:

1. „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიის დაწესებულებებისადმი წაყენებული სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №299/ნ ბრძანების (სსმ, 2001წ., N90, მუხ. 652) პირველი პუნქტით დამტკიცებული სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური წესების „თავი XIX. ბიბლიოგრაფია“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XX. გარდამავალი დებულებები.

სისხლისა და სისხლის კომპონენტების დამზადება მინის ბოთლებში დაიშვება მხოლოდ 2004 წლის 1 თებერვლამდე.“

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. გამყრელიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია