საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის განსაზღვრის წესის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
4/2004
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2004-01-13
გამოქვეყნების თარიღი
2004-01-15
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.13.007.006.297
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის განსაზღვრის წესის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.297

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №4/2004

2004 წლის 12 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის განსაზღვრის წესის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ყ” ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის შესაბამისად, ასევე ამომრჩეველთა სიის ფორმირების წესისა და “საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნების ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2003 წლის 7 დეკემბრის №51/2003 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის №54/2003 და 2004 წლის 4 იანვრის არჩევნებზე კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა რეგისტრაციის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის №63/2003 დადგენილებებიდან გამომდინარე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. 2004 წლის 4 იანვარს ჩატარებული არჩევნების შედეგების შეჯამებისას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობად ჩაითვალოს 2004 წლის 3 იანვრის 2000 საათისათვის ამომრჩეველთა სიის ფორმირების წესისა და „საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე არჩევნების ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ჩატარების ახალი ვადების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2003 წლის 7 დეკემბრის №51/2003 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის №54/2003 დადგენილების მიხედვით რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობას დამატებული ამომრჩეველთა ის რაოდენობა, რომელიც საარჩევნო უბნებზე მივიდა და რეგისტრაცია გაიარა კენჭისყრის დღეს, თანახმად 2004 წლის 4 იანვრის არჩევნებზე კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა რეგისტრაციის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის №63/2003 დადგენილებისა.

მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე  ზ. ჭიაბერაშვილი

კომისიის მდივანი    დ. ქიტოშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია