სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.006.294
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №2
2004 წლის 13 იანვარი
ქ. თბილისი
„სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების ნიმუშების დამტკიცებისა და მათი სამოქმედოდ შემოღების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 16 მაისის №356 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და რეგისტრაციის მოწმობების ბლანკების ნიმუშების დამტკიცებისა და მათი სამოქმედოდ შემოღების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 16 მაისის №356 ბრძანების (სსმ III, 2002 წ., №47, მუხ. 439) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. 2002 წლის 1 ივლისამდე გაცემული სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების შემცვლელი დოკუმენტების გადაცვლა ამ ბრძანებით დამტკიცებულ ბლანკებზე განხორციელდეს ეტაპობრივად 2005 წლის 1 იანვრიდან”.
2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი