,,პირდაპირი ხელშეკრულების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია ის 2003 წლის 2 მაისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
28
მიმღები ორგანო
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი
2003-12-18
გამოქვეყნების თარიღი
2003-12-29
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.14.011.006.267
,,პირდაპირი ხელშეკრულების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია ის 2003 წლის 2 მაისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 010.220.020.14.011.006.267

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული

კომისიის (სემეკ) დადგენილება №28

2003 წლის 18 დეკემბერი

 ქ. თბილისი

„პირდაპირი ხელშეკრულების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” სემეკის 2003 წლის 2 მაისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პირდაპირი ხელშეკრულების რეგულირების წესის” დამტკიცებასთან დაკავშირებული გარდამავალი პერიოდიდან გამომდინარე და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 22-ე მუხლის მე-4 და მე-8 პუნქტებისა და 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ დაადგინა:

1. „პირდაპირი ხელშეკრულების რეგულირების წესის” დამტკიცების შესახებ სემეკის 2003 წლის 2 მაისის №6 დადგენილებაში (სსმ III, 06.05.03,  №40 მუხლი №352) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ამოქმედდეს 2004 წლის 1 აპრილიდან.”.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2003 წლის 30 ნოემბრიდან.

თავმჯდომარე დ. მირცხულავა

კრებსითი — სრული ვერსია