“საერთო რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №365 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1364
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2003-12-23
გამოქვეყნების თარიღი
2003-12-25
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.11.106.006.254
“საერთო რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №365 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.006.254

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №1364

2003 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საერთო რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №365 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საერთო რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1999 წლის 28 დეკემბრის №365 ბრძანებით (სსმ III, 1999 წ., №71(78), მუხ. 1095) დამტკიცებულ საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტი.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი  გ. წკრიალაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია