საკონფერენციო გრანტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
149
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-07-09
გამოქვეყნების თარიღი
2024-03-28
სარეგისტრაციო კოდი
430.210.000.10.003.001.094
საკონფერენციო გრანტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №149

2008 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

საკონფერენციო გრანტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. საქართველოში სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალურად ამოქმედებისა და საგრანტო დაფინანსების გზით მეცნიერებისა და მეცნიერების პოლიტიკის სფეროებში მომუშავე პირების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ცხოვრებაში ინტეგრაციის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 5 1 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საკონფერენციო გრანტების გაცემის თანდართული წესი.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 ივნისის დადგენილება №243  - ვებგვერდი, 04.06.2015წ.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2  ივნისის  დადგენილება №243  - ვებგვერდი, 04.06.2015წ.

პრემიერ-მინისტრი  ვ. გურგენიძე

საკონფერენციო გრანტების გაცემის წესი

    მუხლი 1. საგრანტო კონკურსის მიზანი

საკონფერენციო გრანტების კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში რეგიონული და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპოზიუმებისა და სემინარების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას, სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ქართველ მეცნიერთა შრომების პოპულარიზაციას საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში, მსოფლიო პროცესებში მეცნიერთა ინტეგრირებას.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2  ივნისის  დადგენილება №243  - ვებგვერდი, 04.06.2015წ.

    მუხლი 2. გრანტის გაცემის უზრუნველყოფა

1. საკონფერენციო გრანტის გაცემას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (შემდგომში – ფონდი).

2. ფონდი დაფინანსებას ახორციელებს შემდეგი სამეცნიერო მიმართულებებით:

ა) ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;

ბ) ინჟინერია და ტექნოლოგიები;

გ) სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებები;

დ) აგრარული მეცნიერებები;

ე) სოციალური მეცნიერებები;

ვ) ჰუმანიტარული მეცნიერებები;

ზ) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებები.

3. ფონდი უზრუნველყოფს:

ა) საერთაშორისო საკონფერენციო გრანტების კონკურსის გამოცხადებას;

ბ) კონკურსის გამართვისა და საკონფერენციო გრანტების განაცხადების (პროექტების) მიღების ვადების დადგენასა და საჯაროდ გამოცხადებას, კონკურსის პროგრამისა და პირობების შემუშავებასა და დამტკიცებას;

ბ1) კონკურსის პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, საკონკურსოდ წარდგენილი განაცხადების ტექნიკურ ექსპერტიზას;

გ) საკონკურსო კომისიის შექმნას, რომელიც ამ წესით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებს წარდგენილ განაცხადებს (დანართის შესაბამისად);

დ) საკონკურსო კომისიის მიერ დასაფინანსებლად შერჩეულ პრეტენდენტთა გამოვლენასა და ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებას;

ე) გამარჯვებულ პრეტენდენტთა დაფინანსებასა და შემდგომ კონტროლს, დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის დადგენილება №71 - სსმ III, №27, 12.03.2010წ., მუხ.395

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2  ივნისის  დადგენილება №243  - ვებგვერდი, 04.06.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 28 მარტის დადგენილება №112 - ვებგვერდი, 29.03.2024წ.

    მუხლი 3. კონკურსის პირობები და კონკურსში მონაწილეობა

1. საგრანტო კონკურსში მონაწილეობა და გრანტის მიღება ერთობლივად შეუძლიათ:

ა) საქართველოში რეგისტრირებულ საჯარო სამართლისა და კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს (მაგისტრი, დოქტორანტი,     დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ან მათთან გათანაბრებული  ხარისხის მქონე პირი, აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირი);

ბ) საქართველოში რეგისტრირებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირსა და საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს (მაგისტრი, დოქტორანტი, დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ან მათთან  გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირი);

გ) საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირსა და საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს (მაგისტრი, დოქტორანტი, დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ან მათთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირი).

2. პროექტის დასრულების შემდეგ გრანტის სახსრებით შეძენილი ქონება საკუთრებაში რჩება პროექტის წარმდგენ იურიდიულ პირს/პირებს, აგრეთვე ფიზიკურ პირს/პირთა ჯგუფს წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით.

3. კონკურსში მონაწილეობის პირობების დარღვევის შემთხვევაში, ფონდი იტოვებს უფლებამოსილებას, არ განიხილოს შემოსული პროექტი.

4. გრანტის მიმღები იურიდიული პირი ახორციელებს პროექტის განხორციელების ანგარიშგებას გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას, ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის დადგენილება №71 - სსმ III, №27, 12.03.2010წ., მუხ.395

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2  ივნისის  დადგენილება №243  - ვებგვერდი, 04.06.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 28 მარტის დადგენილება №112 - ვებგვერდი, 29.03.2024წ.

    მუხლი 4. დაფინანსება

1. პროექტის ფარგლებში ფინანსდება:

ა) კონფერენციის ორგანიზატორთა ან/და დამხმარე პერსონალის საზღაური;

ბ) კონფერენციის მონაწილეთა სასტუმროს ხარჯი;

გ) კონფერენციის მონაწილეთა ტრანსპორტირების ხარჯი;

დ) კონფერენციის მონაწილეთა კვების ხარჯი;

ე) კონფერენციის მოსაწყობად საჭირო აპარატურის შესყიდვის ან/და დაქირავების ხარჯი;

ვ) კონფერენციის ჩატარებისათვის საჭირო დარბაზის დაქირავების ხარჯები;

ზ) კონფერენციის მასალების დაბეჭდვა;

თ) სხვა საქონელი და მომსახურება (საკანცელარიო და სხვ.);

ი) ზედნადები ხარჯები − პროექტის ტექნიკური უზრუნველყოფისთვის საჭირო გრანტის მიმღები იურიდიული პირის მიერ გასაწევი არაპირდაპირი ხარჯები, რომელიც შეადგენს პროექტის ბიუჯეტის არაუმეტეს 5%-ს.

2. გამარჯვებული პროექტის გრანტის მიმღებს ავანსის სახით გადაერიცხება დამტკიცებული ბიუჯეტის ნაწილი (გრანტის მოცულობას გამოკლებული გრანტის მიმღების/კონფერენციის ორგანიზატორთა ან/და დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურების 2/3). საბოლოო ანგარიშსწორება მოხდება პირველადი დოკუმენტაციის თანხლებით ფინანსური და პროგრამული ანგარიშების ფონდში წარდგენისა და ფონდის მიერ მათი დადებითად შეფასების შემდეგ.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის დადგენილება №71 - სსმ III, №27, 12.03.2010წ., მუხ.395

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 28 მარტის დადგენილება №112 - ვებგვერდი, 29.03.2024წ.

    მუხლი 5. საკონკურსო განაცხადის წარდგენა

კონკურსში მონაწილეობისათვის გრანტის მაძიებელმა უნდა წარადგინოს:

ა) შევსებული განაცხადის ფორმა;

ბ) საპროექტო წინადადება (პროექტი);

გ) პროექტის ბიუჯეტი;

დ) პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი;

ე) პროექტის ძირითადი შემსრულებლების პროფესიული ავტობიოგრაფიები (CV);

ვ) პროექტის წარმდგენი იურიდიული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ზ) თანადაფინანსების შემთხვევაში − თანადაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის დადგენილება №71 - სსმ III, №27, 12.03.2010წ., მუხ.395

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 28 მარტის დადგენილება №112 - ვებგვერდი, 29.03.2024წ.

    მუხლი 6. საკონკურსო კომისია

1. საკონკურსო კომისია (შემდგომში − კომისია) იქმნება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. კომისიის თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს კომისია ირჩევს თავისი შემადგენლობიდან.

3. კომისიის სხდომებს იწვევს კომისიის თავმჯდომარე ან/და ფონდის გენერალური დირექტორი.

4. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის შემადგენლობის ნახევარი მაინც.

5. კომისიის სხდომებს უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში − თავმჯდომარის მოადგილე.

6. კომისია:

ა) ადგენს იმ კონკურსანტთა სიას, რომელთა განაცხადები არ შეესაბამება ამ წესით და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ მოთხოვნებს და იღებს გადაწყვეტილებას მათი კონკურსიდან მოხსნის თაობაზე;

ბ) განიხილავს კონკურსანტების განაცხადებს (საკონკურსო დოკუმენტაციას) და ახდენს მათ შეფასებასა და შერჩევას.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის დადგენილება №71 - სსმ III, №27, 12.03.2010წ., მუხ.395

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2  ივნისის  დადგენილება №243  - ვებგვერდი, 04.06.2015წ.

    მუხლი 7. ანგარიშგება, მონიტორინგი

1. კომისიის მიერ დასაფინანსებლად შერჩეულ პრეტენდენტთა ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცების შემდეგ, ფონდი აფორმებს ხელშეკრულებებს გრანტის მიმღებებთან, რომლებშიც გაიწერება ურთიერთვალდებულებათა დეტალური პირობები.

2. გრანტის მიმღებმა კონფერენციის ჩატარებიდან 15 დღის განმავლობაში ფონდს უნდა წარუდგინოს განხორციელებული ღონისძიების (ხელმოწერილი და ბეჭედდასმული) ტექნიკური ანგარიში, რომელიც შედგება ფინანსური და პროგრამული ნაწილებისაგან.

3. ფინანსურ ანგარიშში დეტალურად გაწერილი უნდა იყოს შესრულებული სამუშაოს ხარჯთა ნუსხა.

4. პროგრამული ანგარიში ჩატარებული კონფერენციის შესახებ უნდა იყოს წარმოდგენილი ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმით.

5. ფონდის თანამშრომლები უფლებამოსილნი არიან, დაესწრონ კონფერენციას.

6. გრანტის მიმღებთა მიერ წარდგენილი პროგრამული ანგარიშები, ბეჭდვითი ან/და ვიზუალური მასალები შესაძლებელია, ფონდმა გამოიყენოს თავის ვებგვერდზე განთავსების, საქმიანობის ანგარიშში ჩართვის, სხვა ბეჭდვით ან ელექტრონულ პროდუქციაში გამოყენების მიზნით.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის დადგენილება №71 - სსმ III, №27, 12.03.2010წ., მუხ.395

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2  ივნისის  დადგენილება №243  - ვებგვერდი, 04.06.2015წ.

დანართი

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2  ივნისის  დადგენილება №243  - ვებგვერდი, 04.06.2015წ.

საკონფერენციო გრანტების კონკურსში შემოსული განაცხადების შეფასების კრიტერიუმები

 

№

შეფასების კრიტერიუმი

0 ქულა

შეუსაბამო

1 ქულა

სუსტი

2 ქულა

დამაკმაყოფილებელი

3 ქულა

კარგი

4 ქულა

ძალიან კარგი

5 ქულა

საუკეთესო

შეფასება   (მინიჭებული ქულა)

1

კონფერენციის სტატუსი, მასშტაბი და სამიზნე ჯგუფები

 

 

 

 

 

 

 

2

კონფერენციის მიზანი და ამოცანები

 

 

 

 

 

 

 

3

კონფერენციის სამეცნიერო და პრაქტიკული მნიშვნელობა და აქტუალურობა

 

 

 

 

 

 

 

4

მოსალოდნელი შედეგების ხელმისაწვდომობისა და გავრცელების მექანიზმები (მასალებზე ღია წვდომა, მედიაგაშუქება, მარკეტინგი)

 

 

 

 

 

 

 

5

პროექტის განხორციელე-ბის გზებისა და გრაფიკის შესაბამისობა

 

 

 

 

 

 

 

6

არსებული და მოთხოვნილი მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყენების რეალურობა

 

 

 

 

 

 

 

7

პროექტის ძირითადი შემსრულებლების შესაბამისობა პროექტის მიზნისა და ამოცანების განხორციელებასთან

 

 

 

 

 

 

 

8

შემოთავაზებული ბიუჯეტი

შესაბამისობა

- თანადაფინანსება

 

 

 

 

 

 

 

 

ჯამი:

 

 

 

 

 

 

 

 

0

შეუსაბამო

განაცხადი არ პასუხობს ამ კონკრეტულ კრიტერიუმს, ან ვერ ფასდება არასაკმარისი ინფორმაციის გამო

1

სუსტი

განაცხადი არაადეკვატურად პასუხობს ამ კონკრეტულ კრიტერიუმს, შეინიშნება სერიოზული არსებითი სუსტი მხარეები.

2

დამაკმაყოფილებელი

განაცხადი ზოგადად პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ აქვს მნიშვნელოვანი სუსტი მხარეები.

3

კარგი

განაცხადი კარგად პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ აუცილებელია გარკვეული გაუმჯობესება.

4

ძალიან კარგი

განაცხადი ძალიან კარგად პასუხობს კრიტერიუმს, მაგრამ გარკვეული დახვეწა შესაძლებელია.

5

საუკეთესო

განაცხადი წარმატებით პასუხობს კრიტერიუმს ყველა ასპექტში. ნებისმიერი ხარვეზი არის არსებითად უმნიშვნელო.

 

შენიშვნა:

1. შესაძლებელია 0.5; 1.5; 2.5; 3.5 და 4.5 ქულების მინიჭება.

2. ერთ საკონფერენციო გრანტზე 170 000 ლარზე მეტი თანხა არ გაიცემა.

3. ერთნაირი ქულების შემთხვევაში, განიხილება პირველი კრიტერიუმის ქულა; ამ კომპონენტის დამთხვევის შემთხვევაში, დაფინანსდება ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტი.

საქართველოს მთავრობის 2024 წლის 28 მარტის დადგენილება №112 - ვებგვერდი, 29.03.2024წ.

კრებსითი — სრული ვერსია