2004 წლის 4 იანვრის არჩევნებისათვის/ კენჭისყრისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
59/2003
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2003-12-18
გამოქვეყნების თარიღი
2003-12-19
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.13.007.006.245
2004 წლის 4 იანვრის არჩევნებისათვის/ კენჭისყრისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.245

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №59/2003

2003 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

2004 წლის 4 იანვრის არჩევნებისათვის/კენჭისყრისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 1289 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი I

2004 წლის 4 იანვრის არჩევნებისათვის/კენჭისყრისათვის დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი იმ შემთხვევაში ჩაითვლება ბათილად, თუ კონვერტი, რომელშიც იდო საარჩევნო ბიულეტენი, დამოწმწბული არ არის საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით, გარდა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 59-ე მუხლის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილი საფუძვლებისა.

    მუხლი II

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი III

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე    ზ. ჭიაბერაშვილი

კომისიის მდივანი  დ. ქიტოშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია