2004 წლის 4 იანვარს დანიშნული არჩევნების/კენჭისყრის დღეს საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) და სპეციალური კონვერტის მისაღებად აუცილებელი საბუთების განსაზღვრის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
57/2003
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2003-12-18
გამოქვეყნების თარიღი
2003-12-19
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.13.007.006.243
2004 წლის 4 იანვარს დანიშნული არჩევნების/კენჭისყრის დღეს საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) და სპეციალური კონვერტის მისაღებად აუცილებელი საბუთების განსაზღვრის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.243

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №57/2003

2003 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

2004 წლის 4 იანვარს დანიშნული არჩევნების/ლენჭისყრის დღეს საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) და სპეციალური კონვერტის მისაღებად აუცილებელი საბუთების განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 25-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 1289 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ამომრჩეველთათვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული არჩევნებში მონაწილეობის უფლების სრულყოფილად განხორციელების მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ ამომრჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილს არ გააჩნია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და პასპორტი,

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1

2004 წლის 4 იანვარს დანიშნული არჩევნების/კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა სიის საფუძველზე საარჩევნო ბიულეტენსა (ბიულეტენებსა) და სპეციალურ კონვერტს გასცემს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საბუთის საფუძველზე:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი (მათ შორის, სსრ კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტი, თუ მასში აღნიშნულია ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი);

ბ) სამხედრო ბილეთი – სამხედრო ნამსახურობის მოწმობა;

გ) დევნილის მოწმობა;

დ) შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დამოწმებული დოკუმენტის საფუძველზე გაცემული ამომრჩევლის მოწმობა.

    მუხლი 2

საარჩევნო ბიულეტენისა და სპეციალური კონვერტის გაცემისას ამომრჩეველთა სიაში შეიტანება ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული საბუთის დასახელება და ნომერი.

    მუხლი 3

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი 4

ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე    ზ. ჭიაბერაშვილი

კომისიის მდივანი  დ. ქიტოშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია