საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 1 აგვისტოს №289 ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დებულებაში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1319
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2003-12-11
გამოქვეყნების თარიღი
2003-12-11
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.11.106.006.223
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 1 აგვისტოს №289 ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დებულებაში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.11.106.006.223

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1319

2003 წლის 4 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 1 აგვისტოს №289 ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დებულებაში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1.  საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წის 1 აგვისტოს №289 ბრძანებით  (სსმ III, 2001წ., №81, მუხლი 589) დამტკიცებულ “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დებულებაში” შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის “თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“თ) “საფინანსო-სამეურნეო სამსახური”;

2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს “ი” ქვეპუნქტი;

3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“2. საექსპერტო-ბიოლოგიური სამსახურის კომპეტენციაა:

ა) ბიოლოგიური ექსპერტიზა (გამოკვლევა);

ბ) ჰისტოლოგიური ექსპერტიზა (გამოკვლევა);

გ) მიკრობიოლოგიური ექსპერტიზა (გამოკვლევა);

დ) ციტოლოგიური ექსპერტიზა (გამოკვლევა);

ე) ეკოლოგიური ექსპერტიზა (გამოკვლევა);

ვ) ზოოლოგიური ექსპერტიზა (გამოკვლევა);

ზ) ბოტანიკური ექსპერტიზა (გამოკვლევა).

4. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“3. საექსპერტო-ქიმიური სამსახურის კომპეტენციაა:

ა) შუშის ექსპერტიზა (გამოკვლვეა);

ბ) ლითონების, შენადნობების ექსპერტიზა და მათი ნაწარმის გამოკვლევა;

გ) საწვავ-საპოხი მასალების ექსპერტიზა (გამოკვლევა);

დ) დაუდგენელი ობიექტებისა და ნივთიერების ექსპერტიზა (გამოკვლევა);

ე) ნიადაგის ექსპერტიზა (გამოკვლევა);

ვ) სპირტშემცვლელი ნივთიერებების ექსპერტიზა (გამოკვლევა);

ზ) უალკოჰოლო სასმელების ექსპერტიზა (გამოკვლევა);

თ) კვების პროდუქტების ექსპერტიზა (გამოკვლევა);

ი) ლაქსაღებავებისა და მათი საფარების ექსპერტიზა (გამოკვლევა);

კ) ბოჭკოვანი ობიექტების და მათი ნაწარმის ექსპერტიზა (გამოკვლევა);

ლ) პოლიმერული ობიექტებისა და მათი ნაწარმის ექსპერტიზა (გამოკვლევა);

მ)  საყოფაცხოვრებო ქიმიის ობიექტების ექსპერტიზა (გამოკვლევა);

ნ) ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა  - (სხვადასხვა ობიექტში – ნიადაგში, წყალში, ჰაერში, მცენარეში, ფარმპრეპარატეში, სამრეწველო, საყოფაცხოვრებო და კუსტარული წესით დამზადებულ საშუალებებში, სისხლში, შარდში და სხვა ბიომასალაში მომწამლავი, ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების ექსპერტიზა, გამოკვლევა);

ო) სახანძრო ექსპერტიზა;

პ) ფეთქებადი ნივთიერებების ექსპერტიზა (გამოკვლევა);

5. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

“8. საფინანსო-სამეურნეო სამსახურის კომპეტენციაა:

ა) ცენტრის ეკონომიკური, ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;

ბ) ცენტრის ბიუჯეტის შემუშავება, განაწილება და ოპერატიული მართვა;

გ) ფინანსური და მატერიალური აქტივებისა და პასივების აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება და კონტროლი, კვარტალური და წლიური ანგარიშგების ანალიზი და განხილვა;

დ) საფინანსო-სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე;

ე) ცენტრის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულება, კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშგების შედგენა და მათი დროულად წარდგენა ფინანსთა სამინისტროში;

ვ) ყოველკვარტალურად ცენტრის ხელმძღვანელობის წინაშე საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის დეტალური ანალიზის წარდგენა არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრისათვის შესაბამისი წინადადებების დაყენებით;

ზ) ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრების და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების, ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში;

თ) ცენტრის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, ბიუჯეტისა და სპეციალური სახსრების შემოსავლების და ხარჯთა ნუსხის საპროგნოზო მაჩვენებლების წარმოდგენა დადგენილი ვადების შესაბამისად;

ი) აღრიცხვა-ანგარიშგების ორგანიზება, მისი სრულყოფა, ცენტრის ანგარიშებზე (საბიუჯეტი, სპეცსახსრები) თანხების მოძრაობაზე კონტროლი;

კ) საბუღალტრო აღრიცხვის წარმართვა და ხარჯთა ნუსხის შედგენა.

6. ამოღებულ იქნეს მე-7 მუხლი.

მუხლი 2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გ. წკრიალაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია