საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ვაზისა და ღვინის დერპარტამენტ “სამტრესტის” დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 11 თებერვლის №2-30 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
2-298
მიმღები ორგანო
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
მიღების თარიღი
2003-12-09
გამოქვეყნების თარიღი
2003-12-11
სარეგისტრაციო კოდი
340.010.000.11.113.006.222
საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ვაზისა და ღვინის დერპარტამენტ “სამტრესტის” დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 11 თებერვლის №2-30 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.11.113.006.222

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მნისტრის

ბრძანება №2-298

2003 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „ სამტრესტის” დებულების დამტკიცების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 11 თებერვლის №2-30 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. შეტანილი იქნეს ცვლილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვ ა ზისა და ღვინის დეპარტამენტ „ სამტრესტის” დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 11 თებერვლის №2-30 ბრძანებაში (სსმ III, №13, მუხლი 126, 18.02.2003 წ.) და დებულების მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. საკონსულტაციო საბჭო

1) „სამტრესტთან” საზოგადოებრივ საწყისებზე იქმნება მუდმივმოქმედი საკონსულტაციო საბჭო 16 წევრის შემადგენლობით. საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი”.

2. ბათილად ჩაითვალოს

ა) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 5 ნოემბრის № 2-281 ბრძანება „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „ სამტრესტის” დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 11 თებერვლის № 2-30 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”,

ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 10 ნოემბრის № 2-285 ბრძანება „ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „ სამტრესტის” საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ”,

გ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 25 ნოემბრის № 2-292 ბრძანება „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „ სამტრესტის” დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 11 თებერვლის № 2-30 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”.

3. დაევალოს სამინისტროს აპარატსა (გ. კირვალიძე) და იურიდიული კანონშემოქმედებითი და პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურს (გ. მერაბიშვილი) უზრუ ნველყონ ამ ბრძანების იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაცია და „ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება.

4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს დ. გრიგოლიას.

5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. კირვალიძე

კრებსითი — სრული ვერსია