საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 19 აპრილის №50 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1303
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2003-12-05
გამოქვეყნების თარიღი
2003-12-10
სარეგისტრაციო კოდი
010.240.000.11.106.006.219
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 19 აპრილის №50 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.000.11.106.006.219

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1303

2003 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 19 აპრილის №50 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” და “საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ” საქართველოს კანონების მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 19 აპრილის №50 ბრძანებით (სსმ №39, მუხ. 368, 2000წ.) დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის წესდების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მუხლი 13

ცენტრის დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი. ცენტრის დირექტორის პირველი მოადგილე დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას”.

2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მინნისტრის მოვალეობის შემსრულებელი გ. წკრიალაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია