საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის მაჟორიტარული სისტემით არჩევნების განმეორებითი კენჭისყრისა და მეორე ტურების ჩატარების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
49/2003
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2003-12-02
გამოქვეყნების თარიღი
2003-12-02
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.13.007.006.213
საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის მაჟორიტარული სისტემით არჩევნების განმეორებითი კენჭისყრისა და მეორე ტურების ჩატარების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.213

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება №49/2003

2003 წლის 1 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის მაჟორიტარული სისტემით არჩევნების განმეორებითი კენჭისყრისა და მეორე ტურის ჩატარების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის, 105-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტებისა და ზოგადი ადმინიტრაციული კოდექსის 62-ე მუხლის საფუძველზე:

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი I

ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2003 წლის 13 ნოემბრის №45/2003 დადგენილება, 2003 წლის 18 ნოემბრის №148/2003 განკარგულება, 2003 წლის 14 ნოემბრის №146/2003 განკარგულების 1-ლი მუხლის პირველი, მეორე, მეოთხე და მეხუთე პუნქტები.

    მუხლი II

№39 ასპინძის საარჩევნო ოლქის №№1, 2, და 4 საარჩევნო უბნებსა და №59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის №30, №50 ,№53, №55, №79 და №98 სა­ქარ­თ­ველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის მაჟორიტარული სისტემით არჩევნების განმეორებითი კენჭისყრის ახალ ვადად განისაზღვროს 2004 წლის 4 იანვარი.

    მუხლი III

№1 მთაწმინდის, №3 საბურთალოს, №6 სამგორის, №7 ჩუ­ღუ­რე­თის, №10 გლდანის, №19 თიანეთის, №37 ახალციხის, №55 ხონის, №61 ლანჩ­ხუ­თი­სა და №70 ფოთის საარჩევნო ოლქებში საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოე­მბ­რის მაჟორიტარული სისტემით არჩევნების მეორე ტურის ახალ ვადად განი­სა­ზღვ­როს 2004 წლის 4 იანვარი.

    მუხლი IV

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი V

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ზ. ჭიაბერაშვილი

კომისიის მდივანი დ. ქიტოშვილი

კრებსითი — სრული ვერსია