საქართველოს მთავრობის
დადგენილება №129
2008 წლის 15 მაისი
ქ. თბილისი
„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით (სსმ III, 2005 წ., №94, მუხ. 1066) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) დებულების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ადგილობრივი მოსახლეობისათვის პირადი მოხმარების მიზნით საშეშე და სამასალე მერქნის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით იღებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოები, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. ამ პუნქტში აღნიშნული ორგანოების მიერ ადგილობრივი მოსახლეობისათვის პირადი მოხმარების მიზნით საშეშე მერქნის გაცემა ხორციელდება „საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტით“, ხოლო სამასალე მერქნის გაცემა – „სამასალე მერქნის წარმოშობის დამადასტურებული დოკუმენტით“, რომლის ფორმასა და გაცემის წესს „სამასალე მერქნის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმისა და გაცემის წესის შესახებ“ ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.“;
ბ) დებულების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ლიცენზირებას არ ექვემდებარება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ ადგილობრივი მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის საშეშე და სამასალე მერქნით დაკმაყოფილების მიზნით ხე-ტყის გაცემა (მათ შორის, მოთხრილ-მოტეხილი, ქარტეხილი, ნახანძრალი კატეგორიის ხეები, ტყეკაფის ათვისების შემდგომ დატოვებული საშეშე კატეგორიის ხე-ტყის ნარჩენები და ნაყარი ხე-ტყე), აგრეთვე სპეციალური და მიჩენის მიზნით ტყით სარგებლობა (მათ შორის, ამ ტერიტორიებზე სპეციალური ჭრების განხორციელება) და ტყით მოსარგებლისათვის გამოყოფილ ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას ხე-ტყის ჭრა, ასევე წიაღით მოსარგებლისათვის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით გათვალისწინებულ ტერიტორიამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას ხე-ტყის ჭრა.“;
გ) დებულების მე-2 მუხლის 31 პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) წიაღით სარგებლობისას;“;
დ) დებულების მე-9 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიატები ვალდებული არიან მათ მიერ დამზადებული სამასალე მერქნის 15 (თხუთმეტი) პროცენტი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან – სატყეო დეპარტამენტთან ერთად გადასცენ სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციებს დადგენილების მე-2 დანართის შესაბამისად.“.
მუხლი 2.
ადგილობრივი მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის სამასალე მერქნით დაკმაყოფილების მიზნით ამ დადგენილების ამოქმედებამდე დაწყებული პროცედურები (თუ დაწყებული პროცედურების ფარგლებში წარმოდგენილია „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი) დასრულდეს ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებული წესით „2010-2011 წლების ზამთრის პერიოდისათვის მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საშეშე და სამასალე მერქნით უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 აგვისტოს №1020 განკარგულების მე-4 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 4 ივნისის დადგენილება №134-სსმIII,№82, 10.06.2010წ.,
მუხ.884
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის დადგენილება №165-სსმIII,№109, 31.07.2008წ.,
მუხ.1208
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის დადგენილება №75-სსმIII,№27,12.03. 2010წ.,
მუხ.399
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის დადგენილება №97-სსმIII,№33,31.03. 2010წ.,
მუხ.539
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს დადგენილება №243-სსმIII, №103, 24.08.2010წ.,მუხ.1534
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №398-სსმIII, №172, 31.12.2010წ.,მუხ.2471
მუხლი 3. დადგენილების ამოქმედება
1. ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2008 წლის 1 ივნისიდან.
3. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება შეჩერდეს 2010 წლის 1 ივნისამდე.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის დადგენილება №97-სსმIII,№33,31.03. 2010წ.,
მუხ.539
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 4 ივნისის დადგენილება №134-სსმIII, №82,
10.06.2010წ.,მუხ.884
2. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 30 ივლისის დადგენილება №165-სსმIII,№109,
31.07.2008წ.,1208
3. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის დადგენილება №75-სსმIII,№27,12.03.
2010წ.,მუხ.399
4. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის დადგენილება №97-სსმIII, №33, 31.03.2010წ.,მუხ.539
5. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს დადგენილება №243-სსმIII, №103, 24.08.2010წ.,მუხ.1534
6. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №398-სსმIII, №172, 31.12.2010წ.,მუხ.2471