ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიაის 1999 წლის 23 აგვისტოს №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
24
მიმღები ორგანო
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი
2003-11-27
გამოქვეყნების თარიღი
2003-12-04
სარეგისტრაციო კოდი
300.290.000.14.011.006.205
ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიაის 1999 წლის 23 აგვისტოს №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.290.000.14.011.006.205

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)

დადგენილება №24

2003 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

სემეკ-ის 1999 წლის 23 აგვისტოს №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე, სემეკ-მა დაადგინა:

    მუხლი 1

„ლიცენზირების წესები ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში დამტკიცების შესახებ” სემეკ-ის 1999 წლის 23 აგვისტოს №3 დადგენილებას (სსმ III, 1999 წლის 31 აგვისტო, №41 (48), მუხ. 737) დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. დამტკიცდეს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში სალიცენზიო მოწმობის ფორმა”.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.

თავმჯდომარე                                                                                               დ. მირცხულავა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია