საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს 1998 წლის 16 ივლისის №48 ბრძანებაში „საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1-52
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრი
მიღების თარიღი
2004-07-19
გამოქვეყნების თარიღი
2004-07-21
სარეგისტრაციო კოდი
310120000.11.104.006578
საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს 1998 წლის 16 ივლისის №48 ბრძანებაში „საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის

ბრძანება  №1-1-52

2004 წლის 19 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს 1998 წლის 16 ივლისის №48 ბრძანებაში „საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36- მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე საზღვაო დარგში ტარიფების შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით, ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 16 ივლისის №48 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მომსახურების ტარიფების“ კარი II „საქართველოს ნავსადგურებში დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურების ზედა ზღვრული სატარიფო განაკვეთები“ (გამოქვეყნებული 09.10.98 წ., გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“).

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრი                                              კ. ბენდუქიძე

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია