საარჩევნო ოლქებში, საარჩევნო უბნებში განმეორებითი კენჭისყრის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
46/2003
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2003-11-21
გამოქვეყნების თარიღი
2003-11-24
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.13.007.006.193
საარჩევნო ოლქებში, საარჩევნო უბნებში განმეორებითი კენჭისყრის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.192

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება №46/2003

2003 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

საარჩევნო ოლქების საარჩევნო უბნებში განმეორებითი კენჭისყრის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 29-ე მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად:

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი I

საარჩევნო ოლქების საარჩევნო უბნებში გარდა №39 ასპინძის ოლქისა განმეორებითი კენჭისყრის ახალ ვადად განისაზღვროს 2003 წლის 20 ნოემბერი.

    მუხლი II

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს 3 დღის ვადაში თბილისის საოლქო სასამართლოში (გრ. რობაქიძის 7ა);

    მუხლი III

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ნ. დევდარიანი

კომისიის მდივანი გ. მიქანაძე

კრებსითი — სრული ვერსია