“საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული შესყიდვების წესის შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2002 წლის 14 ივნისის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
50
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი
2003-10-31
გამოქვეყნების თარიღი
2003-11-10
სარეგისტრაციო კოდი
220.010.080.08.009.006.169
“საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული შესყიდვების წესის შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2002 წლის 14 ივნისის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.080.08.009.006.169

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №50

2003 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული შესყიდვების წესის შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2002 წლის 14 ივნისის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 37-ე, მე-40 და 73-ე მუხლების შესაბამისად, ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

    მუხლი 1

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2002 წლის 14 ივნისის №33 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული შესყიდვების წესის” (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2002 წ., №66) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ,,სახელმწიფო” და ,,პროფესიულ” საიდუმლოებასთან დაკავშირებული შესყიდვების საკითხს, მათი ღირებულების მიუხედავად, განიხილავს და წყვეტს ეროვნული ბანკის საბჭო და იგი ექვემდებარება საიდუმლო საქმისწარმოების წესს”.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის

საბჭოს თავმჯდომარე                                       ი. მანაგაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია