ქ. თბილისის საარჩევნო ოლქების საარჩევნო უბნებში კენჭისყრის ვადის გაგრძელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
41/2003
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2003-11-02
გამოქვეყნების თარიღი
2003-11-03
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.13.007.006.165
ქ. თბილისის საარჩევნო ოლქების საარჩევნო უბნებში კენჭისყრის ვადის გაგრძელების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.165

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

 კომისიის დადგენილება №41/2003

2003 წლის 2 ნოემბერი

 ქ. თბილისი

ქ. თბილისის საარჩევნო ოლქების საარჩევნო უბნებში კენჭისყრის ვადის გაგრძელების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 29-ე მუხლის პირველი პუნქტისა „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი I.

საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებში ქ. თბილისის საარჩევნო ოლქების საარჩევნო უბნებში კენჭისყრა გაგრძელდეს 2003 წლის 2 ნოემბრის 2100 საათამდე.

    მუხლი II. 

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი III.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ნ. დევდარიანი

კომისიის მდივანი გ. მიქანაძე

კრებსითი — სრული ვერსია