საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 28 მაისის №256 ბრძანებით დამტკიცებულ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
551
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2003-10-30
გამოქვეყნების თარიღი
2003-10-30
სარეგისტრაციო კოდი
200.240.020.11.117.006.161
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 28 მაისის №256 ბრძანებით დამტკიცებულ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.240.020.11.117.006.161

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №551

2003 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 28 მაისის №256 ბრძანებით დამტკიცებულ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №567 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ი” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 28 მაისის №256 ბრძანებით დამტკიცებულ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შედეგი ცვლილება და მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს (გარდა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებისა და ოპერატიული სამსახურის უფროსისა) და მის ოპერატიულ მართვას დაქვემდებარებული საგადასახადო ორგანოების სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს, განსაზღვრავს მათი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხებს, ახორციელებს მათ მიმართ წახალისებასა და დისციპლინურ ზემოქმედებას. საგადასახადო დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. გოგიაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია