საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებისათვის დადგენილების მიღების ახალი ვადის განაზრვრის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
37/2003
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2003-10-26
გამოქვეყნების თარიღი
2003-10-27
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.13.007.006.156
საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებისათვის დადგენილების მიღების ახალი ვადის განაზრვრის თაობაზე

სახელმწიფო სარგეისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.156

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება №37/2003

2003 წლის 26 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებისათვის დადგენილების მიღების ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული არჩევნებში მონაწილეთა უფლებების დაცვის, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების თავიდან აცილებისა და საყოველთაო არჩევნების კანონიერად ჩატარების მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის საფუძველზე,

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი I.

 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილების მიღების ბოლო ვადად განისაზღვროს კენჭისყრამდე არა უგვიანეს ორი დღისა (2003 წლის 31 ოქტომბრის 1800 საათისა).

    მუხლი II.

 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი III.

 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ნ. დევდარიანი

კომისიის მდივანი გ. მიქანაძე

კრებსითი — სრული ვერსია