სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.160.050.12.216.006.134
საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის
თავმჯდომარის ბრძანება №330
2003 წლის 10 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოთაშორისი სტანდარტების სამოქმედოდ შემოღების“ შესახებ
„სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის კ) პუნქტისა და „სახელმწიფოთაშორისი სტანდარტების საქართველოში სამოქმედოდ” შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 6 ივლისის №830 განკარგულების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღებულ იქნეს სახელმწიფოთაშორისი სტანდარტები თანდართული ნუსხის მიხედვით.
2. აღნიშნული სტანდარტების გამოყენება ნებაყოფლობითია.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
მ. ჯანიკაშვილი