2003 წლის 2 ნოემბერს საარჩევნო უბნებში კენჭისყრის დაწყების ვადის განსაზღვრის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
26/2003
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2003-10-07
გამოქვეყნების თარიღი
2003-10-08
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.13.007.006.123
2003 წლის 2 ნოემბერს საარჩევნო უბნებში კენჭისყრის დაწყების ვადის განსაზღვრის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.13.007.006.123

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №26/2003

2003 წლის 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

2003 წლის 2 ნოემბერს საარჩევნო უბნებში კენჭისყრის დაწყების ვადის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 52-ე მუხლის I პუნქტის თანახმად საარჩევნო უბანი კენჭისყრის დღეს იხსნება 7 საათზე, ხოლო კენჭისყრა იწყება 8 საათზე.

საქართველოს ორგანული კანონის „რეფერენდუმის შესახებ” 23-ე მუხლის I პუნქტის თანახმად კენჭისყრა წარმოებს 700 საათიდან.

2003 წლის 2 ნოემბერს, ერთდროულად ტარდება რა საპარლამენტო არჩევნები და რეფერენდუმი, მათი ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 29-ე მუხლის I პუნქტის „ა” ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი I. 2003 წლის 2 ნოემბერს კენჭისყრა როგორც საპარლამენტო არჩევნების, ისე რეფერენდუმთან დაკავშირებით, წარიმართოს 800 საათიდან 2000 საათამდე.

მუხლი II. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) 3 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი III. ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ნ. დევდარიანი

კომისიის მდივანი გ. მიქანაძე

კრებსითი — სრული ვერსია