ამომრჩაველთა ერთიანი სიების შემოწმების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
44/2003
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2003-11-13
გამოქვეყნების თარიღი
2003-11-14
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.13.007.006.178
ამომრჩაველთა ერთიანი სიების შემოწმების შესახებ

 

სახელმწიფო სარგეისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.178

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

კომისიის დადგენილება №44/2003

2003 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

ამომრჩეველთა ერთიანი სიების გადამოწმების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 106-ე და 1286 მუხლების საფუძველზე:

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი I

საქართველოს პარლამენტის 2003 წლის მაჟორიტარული წესით არჩევნების მეორე ტურის არჩევნების ორგანიზებულად ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით დაევალოს საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებს ამომრჩეველთა სიების გადამოწმება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 1286 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული დაწესებულებების მონაცემების, ასევე მოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე მაჟორიტარული წესით არჩევნების მეორე ტურის ჩატარებამდე.

    მუხლი II 

ამომრჩეველთა სიების გადამოწმებული ვარიანტი საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებმა მიაწოდონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მეორე ტურის არჩევნების გამართვამდე სამი დღით ადრე მაინც.

    მუხლი III

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს ამომრჩეველთა სიების გადამოწმებულ ვარიანტს და უზუსტობის აღმოჩენისას მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიას ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

    მუხლი IV 

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში.

    მუხლი V

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ნანა დევდარიანი

კომისიის მდივანი გიორგი მიქანაძე

კრებსითი — სრული ვერსია