ზოგიერთ საარჩევნო ღონისძიებათა ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
35/2003
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2003-10-22
გამოქვეყნების თარიღი
2003-10-23
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.13.007.006.154
ზოგიერთ საარჩევნო ღონისძიებათა ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.006.154.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო

 კომისიის დადგენილება №35/2003

2003 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებათა ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი I

 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში იმ ამომრჩეველთა შეყვანის ახალ ვადად, რომლებიც კენჭისყრის დღეს სამკურნალოდ წვანან საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში, ან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან, განისაზღვროს არა უგვიანეს 30 ოქტომბრისა.

    მუხლი II

 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი III

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ნანა დევდარიანი

კომისიის მდივანი გიორგი მიქანაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია