სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 390.010.000.12.212.006.110
საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის
ბრძანება №10/181
2003 წლის 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
დებულების „ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მისი გაცემის წესის შესახებ” დამტკიცების თაობაზე” სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2000 წლის 1 ივნისის №10/37 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „დებულების „ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მისი გაცემის წესის შესახებ” დამტკიცების თაობაზე” სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2000 წლის 1 ივნისის №10/37 ბრძანებით (გამოქვეყნებული საკანონმდებლო მაცნე, 200 წ., III ნაწილი №49) დამტკიცებული დებულების V თავის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი.
2. დაევალოს ტყის აღრიცხვისა და ტყით სარგებლობის სამმართველოს აღნიშნული ბრძანების სარეგისტრაციოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში წარდგენა.
3. ეს ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
მ. დვალი