საქართველოს საგარეოსაქმეთა სამინისტროს მიერ სპეციალურ სიებში შესატან ამომრჩეველთა მონაცემების წარმოდგენის ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
19/2003
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2003-09-26
გამოქვეყნების თარიღი
2003-09-27
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.13.007.006.088
საქართველოს საგარეოსაქმეთა სამინისტროს მიერ სპეციალურ სიებში შესატან ამომრჩეველთა მონაცემების წარმოდგენის ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.13.007.006.088

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №19/2003

2003 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სპეციალურ სიებში შესატან ამომრჩეველთა მონაცემების წარმოდგენის ახალი ვადის განსაზღვროს თაობაზე

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ განხილულ იქნა რა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2003 წლის 16 სექტემბრის წერილობითი შუამდგომლობა სხვა სახელმწიფოებში არსებული საქართველოს საკონსულოების მიერ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სპეციალურ სიებში შესატან ამომრჩეველთა მონაცემების ცესკოში წარდგენის ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ, რაც დასაბუთებულია ასეთ პირთა სიმრავლითა და დადგენილ ვადაში სრულყოფილი მონაცემების მოწოდების შეუძლებლობით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 29-ე მუხ­ლის პირველი პუნქტის „ა” და „გ” ქვეპუნქტების საფუძველზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

    მუხლი 1

2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში არსებული საქართველოს მიერ სპეცილურ სიებში შესატან ამომრჩეველთა მონაცემების ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის წარდგენის ახალ ვადად განისაზღვროს 2003 წლის 20 ოქტომბერი. მიეთითოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს ამომრჩეველთა სიების კომპიუტერული ვერსიის წარმოდგენა.

    მუხლი 2

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

    მუხლი 3

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ნ. დევდარიანი

კომისიის მდივანი გ. მიქანაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია